ბაიკალის ქედი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაიკალის ქედი
ფოტო
ქვეყნები

რუსეთის დროშა რუსეთი

სიგრძე

300 კმ

მწვერვალი

ჩერსკი

სიმაღლე

2572

ბაიკალის ქედი (რუს. Байкальский хребет) — ქედი ბაიკალის ტბის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროზე. სიგრძე 300 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 2572 მ (მთა ჩერსკი). აგებულია პროტეროზოური კრისტალური ფიქლებით, კვარციტებით, კირქვებითა და გრანიტებით. დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. ბაიკალის ტბისკენ მიქცეული კალთები ციცაბოა, 900-1000 მ-მდე დაფარულია ტყესტეპით და ფიჭვის კორომებით. უფრო ზემოთ მუქწიწვიანი ტაიგაა, შუა და ჩრდილოეთ ნაწილში ლარიქსიანი ტაიგა. 1400 მ მაღლა ლარიქსის მეჩხერი ტყეა ქონდარა ფიჭვის რაყებით, მწვერვალებზე მთის ტუნდრა და ქვაყრილებია. სამხრეთ კალთაზე მდებარეობს ბაიკალ-ლენის ნაკრძალი.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

ლიტერატურა [რედაქტირება]