უშკანის კუნძულები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უშკანის კუნძულები
Swjatoi Nos.jpg
გეოგრაფია
მდებარეობა ბაიკალი
კოორდინატები 53°51′00″ ჩ. გ. 108°37′00″ დ. გ. / 53.85000° ჩ. გ. 108.61667° დ. გ. / 53.85000; -108.61667
ფართობი 9,8 კმ²
ქვეყანა

უშკანის კუნძულები (რუს. Ушканьи острова) — კუნძულთა ჯგუფი ბაიკალის ტბის შუა ნაწილში, სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძულის სიახლოვეს (რუსეთი, ბურიატეთის რესპუბლიკა). ფართობი 9,8 კმ². არქიპელაგის შემადგენლობაშია 4 კუნძული, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია დიდი უშკანის კუნძული (ფართობი 9,4 კმ², სიმაღლე 216 მ). უმეტესწილად აგებულია კემბრიუმამდელი კრისტალური კირქვებით. დაფარულია ფოთლოვანი ტყეებით. ნაპირები კლდოვანია. სანაპიროებზე არის ბაიკალური ნერპის თავშესაყარი. უშკანის კუნძულები აკადემიის ქედის აზიდული ნაწილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]