ზემო ანგარა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 452 კმ |
| აუზის ფართობი | 21 400 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ბაიკალ-ვიტიმის წყალგამყოფი |
| კოორდინატები |
/ |
| ჩაედინება | ბაიკალი |
| ქვეყნები | |
ზემო ანგარა (რუს. Верхняя Ангара) — მდინარე რუსეთში, ბურიატეთის რესპუბლიკაში. სათავე აქვს ბაიკალ-ვიტიმის წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე. ერთვის ბაიკალის ტბას. სიგრძე 452 კმ. აუზის ფართობი 21 400 კმ². ზემო დინებაში მიედინება უმეტესწილად ვიწრო ხეობაში, სადაც ჭორომებს ქმნის. ქვემო დინებაში ფართოდ დაჭაობებულ ხეობაში იშლება. საზრდოობა შერეულია. ჭარბობს წვიმის და მიწისქვეშა წყალი. ოქტომბრის ბოლოს იყინება. წყლის საშუალო ხარჯი 265 მ³/წმ. ზამთარში შესართავში ფიქსირდება წყლის მინიმალური ხარჯი — 45 მ³/წმ. სანაოსნოა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||||||||||||||