ბარგუზინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარგუზინი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბარგუზინი
Bargujin2.jpg
დახასიათება
სიგრძე 480 კმ
აუზის ფართობი 21 100 კმ²
ჩაედინება ბაიკალი
ქვეყნები რუსეთის დროშა რუსეთი

ბარგუზინი (რუს. Баргузин) — მდინარე რუსეთში, ბურიატეთის რესპუბლიკაში. სიგრძე 480 კმ, აუზის ფართობი 21 100 კმ². სათავე აქვს იკატის ქედის კალთაზე, ზღვის დონიდან 2050 მ სიმაღლეზე. მიედინება ბარგუზინის ქვაბულში, ერთვის ბაიკალის ტბას ბარგუზინის ყურეში. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლით. ქვემო დინებაში ჭრის ბარგუზინის ქედის განშტოებას, სადაც ჭორომებს ქმნის. მთავარი შენაკადებია: მარცხენა — გარგა, არგადა, ინა; მარჯვენა — ულიუნი. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 130 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად, სანაოსნოა შენაკად გარგამდე (249 კმ).

1928 წლის ზაფხულში მდინარეში პირველად გაუშვეს გემი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]