აჰმედ გაილანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჰმედ გაილანი
აჰმედ გაილანი
ავღანეთის უმაღლესი სამშვიდობო საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
თებერვალი 2016 – 21 იანვარი 2017
წინამორბედისალაჰუდდინ რაბანი
მემკვიდრემოჰამედ ქარიმ ხალილი

დაბადებული1932
ნანგარჰარი, ავღანეთის სამეფო
გარდაცვლილი21 იანვარი 2017
ქაბული ავღანეთი
პოლიტიკური პარტიაავღანეთის ეროვნული ისლამური ფრონტი
მამასაიდ ჰასან გაილანი
შვილები5
განათლებაქაბულის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი

პირ საიდ აჰმედ გაილანი ( პუშტუ پير سيد احمد گيلاني დ. 1932 შურხ-როდი, ნანგარჰარი, ავღანეთი — გ. 21 იანვარი, 2017, ქაბული, ავღანეთი ) — ავღანელი რელიგიური და სახელმწიფო მოღვაწე, ავღანეთის ეროვნული ისლამური ფრონტის დამფუძნებელი (Mahaz-i-Milli Islami ye Afghanistan), პარტია, ასოცირდებოდა მოჯაჰედებთან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ომს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 1980-იან წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიდ აჰმედ გაილანის ოჯახი წარმოშობით აბდულ-კადირ გილანიდან იყო. [1] მისი მამა, სეიდ ჰასან გაილანი, დაიბადა ბაღდადში. [2] ამირ ჰაბიბულა ხანმა მას მიწა გადასცა ქაბულში და აღმოსავლეთ ნანგარჰარის პროვინციაში. სეიდ ჰასან გაილანი, თხუთმეტი წლის ასაკში წაიყვანეს დიდ ბრიტანეთში. იქ სწავლობდა სპეციალურ სკოლაში. ინგლისელი მხარდამჭერების დახმარებით მოიპოვა რელიგიური მოღვაწის სახელი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში მყოფ ავღანეთის პუშტუნთა ტომებში. 1905 წელს საცხოვრებლად გადავიდა ავღანეთში, ქვეყანაში ქადირის ტარიკატის დაარსების მიზნით. ემირ ჰაბიბულა ხანისგან მიიღო მიწის ნაკვეთები ქაბულსა და ნანგარჰარში. გაილანის დედა, მართა რიხტერი, ცნობილი გერმანელი პოლიციის ჩინოვნიკის ქალიშვილი იყო. წყვილი დაქორწინდა, როდესაც ჰასან გაილანი გერმანიაში სწავლობდა. [3]

აჰმედ გაილანი გაიზარდა სუხროდის ოლქში, ნანგარჰარის პროვინციაში. სწავლობდა ქაბულის აბუ ჰანიფას კოლეჯში და დაამთავრა ქაბულის უნივერსიტეტის შარიათის ფაკულტეტი 1960 წელს. თეოლოგის კვალიფიკაცია გაიარა ერაყში, ეგვიპტესა და საუდის არაბეთის უმაღლეს ისლამურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, გერმანულ, არაბულ ენებს, პუშტუს და დარის. 1952 წელს დაქორწინდა ემირ ჰაბიბულას შვილიშვილზე, ადელზე. ხშირად მოგზაურობდა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. იყო საავტომობილო ბრენდ „პეჟოს“ოფიციალური დილერი ქაბულში, ვაჭრობდა კარაკულით. [4] 1973 წელს მონარქიის დაცემამდე მსახურობდა მეფე ზაჰირ შაჰის არაოფიციალურ მრჩევლად. ემხრობოდა ქვეყნის ისლამურ საფუძველზე მოდერნიზაციას ზოგიერთი დასავლური ინსტიტუტების გამოცდილების გაზიარებით. ავღანეთში აპრილის რევოლუციამდე იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა პაკისტანის მოსაზღვრე პროვინციების პუშტუნ მოსახლეობაში. [5][6]

1979 წელს მან მკვეთრად დაგმო საბჭოთა ჯარების შეყვანა ავღანეთში . იყო ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი. 1979 წელს მან დატოვა ქვეყანა და დააარსა ავღანეთის ეროვნული ისლამური ფრონტი ფეშავარში. მოგვიანებით, ეს პარტია შევიდა „ პეშავარის შვიდეულის“ ნაწილი, რომელმაც ჩამოაყალიბა მოჯაჰედების მთავრობა ავღანეთში 1992 წლიდან 1996 წლამდე. მოჯაჰედების მოძრაობებს შორის ავღანეთის ეროვნული ისლამური ფრონტი იყო ყველაზე სეკულარული, პროდასავლური და „ლიბერალური“. ფრონტმა უარყო არა მხოლოდ კომუნიზმი, არამედ ისლამური ფუნდამენტალიზმიც. 1981 წელს იგი შეუერთდა ხელმძღვანელობას და დააარსა მოჯაჰედების ისლამური კავშირი ავღანეთში, მაგრამ თავად პირველმა დატოვა იგი იმავე წელს. 1983-1985 წლებში „ სამთა კავშირის“ (NIFA, DIRA, NFSA) თანადირექტორი. 1985 წლის მაისიდან მან კვლავ დააარსა ავღანეთის მუჯაჰედების ისლამური კავშირი ("შვიდთა ალიანსი"). 1986 წელს, გულბეთინ ჰექმათიარის და აბდულ რასულ საიაფის პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, მან დააარსა ახალი „ ხუთეულის ჯგუფი.“[7]1988 წელს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში შევიდა პაკისტანში ჩამოყალიბებული " მოჯაჰედების გარდამავალი მთავრობის" შემადგენლობაში. ნაჯიბულას დამხობის შემდეგ, 1992 წლის აპრილში გახდა „ქვეყნის მმართველი საბჭოს“ წევრი, თუმცა თითქმის მაშინვე დაუპირისპირდა ბ. რაბანს და ა.შ. მასუდს და გადადგა ყველა თანამდებობიდან. 1996 წლის შემდეგ გაილანი თალიბანის ისლამისტური დიქტატურის მოწინააღმდეგე იყო. მან მხარი დაუჭირა მონარქიის აღდგენას, მაგრამ შემდეგ გახდა ჰამიდ კარზაის რესპუბლიკური ადმინისტრაციის მხარდამჭერი და ავღანეთში ამერიკელთა ყოფნის მომხრე. 2001 წლის ოქტომბერში გამართა „ მშვიდობისა და ხსნის კონფერენცია“ ფეშავარში, რომელსაც მომავალი პოსტ-თალიბანის მთავრობის პროტოტიპად წარმოადგენდა. [8] 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პირ გაილანმა მხარი დაუჭირა ჰამიდ ქარზაის. [9]

2016 წლის თებერვალში იგი გახდა „ უმაღლესი მშვიდობის საბჭოს“ ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შიდა ავღანური სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებაზე.[10] [11]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირ საიდ აჰმედ გაილანი გარდაიცვალა 2017 წლის 21 იანვრის საღამოს ქაბულის საავადმყოფოში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ. [12] [13]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰმედ გაილანს ქორწინებაში მას შეეძინა ორი ვაჟი და სამი ქალიშვილი:

  • ფატიმა გაილანი, ავღანეთის წითელი ჯვრის საზოგადოების ამჟამინდელი პრეზიდენტი. [14]
  • საიედ ჰამედ გაილანი, ავღანეთის სენატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.[15]
  • მარიამ გაილანი, შამსის ბავშვთა სოფლისა და ადელას ფონდის დამფუძნებელი
  • საიედ მუჰამედ გაილანი, ავღანეთის ყოფილი ელჩი იორდანიაში
  • ზაჰრა გაილანი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Edwards, David (2002). Before Taliban: Genealogies of the Afghan Jihad. Berkeley: University of California Press, გვ. 252. ISBN 978-0-520-22861-0. 
  2. Vogelsang, Willem (2002). The Afghans. Malden: Blackwell Publishers, გვ. 316. ISBN 978-0-631-19841-3. 
  3. Саид Ахмад Гилани დაარქივებული 2017-02-02 საიტზე Wayback Machine. // e-reading.club
  4. Гилани (Гейлани) Саед Ахмад (Эфенди Саиб) დაარქივებული 2018-08-24 საიტზე Wayback Machine. // ЦентрАзия.
  5. Пир Гилани საარქივო ასლი საიტზე Wayback Machine // afghanistan.ru
  6. Edwards, p.255
  7. Dorronsoro, Gilles (2005). Revolution Unending. Afghanistan: 1979 to the present. London: Hurst, გვ. 151–152. ISBN 1-85065-703-3. 
  8. Гилани (Гейлани) Саед Ахмад (Эфенди Саиб) დაარქივებული 2018-08-24 საიტზე Wayback Machine. // ЦентрАзия.
  9. Пир Гилани საარქივო ასლი საიტზე Wayback Machine // afghanistan.ru
  10. Vogelsang, Willem (2002). The Afghans. Malden: Blackwell Publishers, გვ. 316. ISBN 978-0-631-19841-3. 
  11. Rubin, Barnett (1995). The fragmentation of Afghanistan. New Haven: Yale University Press, გვ. 203. ISBN 0-300-05963-9. 
  12. پیر گیلانی، رئیس شورای عالی صلح افغانستان درگذشت
  13. High Peace Council Chairman, Gailani, Has Passed Away. Tolo News.
  14. Fatima Gailani: "women and children are the first targets of war". Red Cross/Red Crescent.
  15. Пир Гилани საარქივო ასლი საიტზე Wayback Machine // afghanistan.ru