ახურიანის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
ახურიანის რაიონი
Ախուրյանի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი ახურიანი (შირაკი)[1]
დაარსდა 31 დეკემბერი, 1937[1]
ფართობი 576 კმ²
მოსახლეობა 39 000 კაცი (1989)
გაუქმდა 11 აპრილი, 1995

ახურიანის რაიონი (სომხ. Ախուրյանի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1937—1995 წლებში. ცენტრი — სოფელი ახურიანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი შეიქმნა 1937 წელს დუზქენდის რაიონის სახელით. 1945 წელს რაიონს სახელი გადაერქვა და ეწოდა ახურიანის რაიონი.

1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[2] და შირაკის პროვინციის ნაწილი გახდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 577 კმ²-ს შეადგენდა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 28 სოფსაბჭოს: აზატანის, აიგაბაცის, აიკავანის, არაფის, არევიკის, არიხვალის, ახურიკის, ახურიანის, აციკის, ბაიანდურის, ბენიამინის, ვაღრამაბერდის, ვოსკეჰასკის, გეტქის, ჯაჯურის, ერაზგავორსის, კამოს, კაპსის, კარიბჯანის, კარნუტის, ქეთის, მანსიის, მარმაშენის, მეწ-სარიარის, მუსაიელიანის, ოვიტის, შირაკი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]