ართიკის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
ართიკის რაიონი
Արթիկի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი ართიკი
კოორდინატები 40°37′12″ ჩ. გ. 43°57′00″ ა. გ. / 40.62000° ჩ. გ. 43.95000° ა. გ. / 40.62000; 43.95000
დაარსდა 9 სექტემბერი, 1930
ფართობი 533 კმ²
მოსახლეობა 33 700 კაცი (1989)
გაუქმდა 11 აპრილი, 1995
ართიკის რაიონი — დედამიწა
ართიკის რაიონი

ართიკის რაიონი (სომხ. Արթիկի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — ქალაქი ართიკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ართიკის რაიონი შეიქმნა 1930 წელს.

1962 წელს რაიონი გაუქმდა, მაგრამ 1964 წელს კვლავ აღდგა.

1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[1] და შირაკის პროვინციის ნაწილი გახდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 533 კმ²-ს შეადგენდა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 1 ქალაქსა და 17 სოფსაბჭოს: აირენიაცის, არიჭის, გოლკატის, ეკანლარის, მეწ-მანთაშის, მეღრაშენის, ნორაშენის, ნორ-კიანქის, ორომის, ფანიკის, პემზაშენის, ფოქრ-პარნინის, სარალანჯის, სარატაკის, სპანდარიანის, ტუფაშენის, შირვანჯუღის[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კანონი სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ
  2. Армянская ССР. Административно-территориальное деление / Адамян Н. К., Ереван: Армгиз, 1948.