არისტაკეს ლასტივერტცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არისტაკეს ლასტივერტცი
დაბ. თარიღი უცნობია[1] [2]
დაბ. ადგილი Lastiver, Karin, ანისის სამეფო[1] [2]
გარდ. თარიღი უცნობია[1] [2]
მოქალაქეობა ანისის სამეფო
ეროვნება სომხები[1] [2]
საქმიანობა ისტორიკოსი[1] [2] , მღვდელმსახური და თეოლოგი

არისტაკეს ლასტივერტცი (არისტაკეს ლასტივერტელი; სომხ. Արիստակես Լաստիվերցի; 1002 – 1080[3]) — სომეხი ისტორიკოსი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XI საუკუნეში. არაერთი შრომის ავტორი. 1072-1087 წწ. არისტაკეს ლასტივერტცმა დაწერა „სომხეთის ისტორია“, სადაც მოთხრობილია 1000-1071 წლების ამბები, კერძოდ, აღწერილია ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკთა ექსპანსია სომხეთში, თონდრაკელთა სოციალური მოძრაობა. ნაშრომში დიდი ადგილი უკავია ბიზანტიას, რომლის შესახებ ლასტივერტცს ფართო ცნობები მოეპოვებოდა. ნაშრომი შედგება 25 თავისაგან და უნიკალური კოლოფონისაგან. ლასტივერტცის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. როგორც ვარდაპეტი კარგად ერკვეოდა ქრისტიანულ თეოლოგიაში და ფლობდა ბერძნულ ენას.

საყურადღებო ცნობები დაგვიტოვა საქართველოს შესახებ, სადაც მოიხსენიება ტაო-კლარჯეთი და დავით I კურაპალატი, ბაგრატ III, გიორგი I და ბაგრატ IV.[4]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოცემა, თბ., 1974;
  • Повествование..., пер. с древнеарм., М., 1968 (библ.).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Armenian Concise EncyclopediaՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 1.
  3. (სომხური) Manukyan, Gurgen. "Introduction" in Արիստակես Լաստիվերցի: Պատմություն (Aristakes Lastivertsi: History). A. Abrahamyan (ed.) Yerevan, Armenian SSR: Hayastan Publishing, 1971, pp. vii-viii.
  4. ჯანაშია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 569.