ფოჯის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოჯის პროვინცია
Provincia di Foggia
გერბი
Provincia di Bari-Stemma.png
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი პროვინცია
შედის აპულიის რეგიონში
მოიცავს 61 კომუნას
ადმინისტრაციული ცენტრი ფოჯა
მოსახლეობა (2005) 645 236 კაცი
სიმჭიდროვე 95,5 კაცი/კმ²
ფართობი 7 190 კმ²
ფოჯის პროვინცია რუკაზე
სატელეფონო კოდი 0881
საფოსტო ინდექსები 71100
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
FG
Commons-logo.svg Province of Foggia

ფოჯა (იტალ. Provincia di Foggia) — პროვინცია იტალიაში, აპულიის რეგიონში.

ეს პროვინცია ასევე ცნობილია როგორც კაპიტანტა, რეადგან შუა საუკუნეებში ის კატეპანების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, როგორც იტალიის კატეპანატის ნაწილი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ფოჯის პროვინცია ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ერთი, რომლის ცენტრშიც მდებარეობს დედაქალაქი ფოჯა, ეძახიან ტავოლიერეს და მეორე, რომელიც წარმოადგენს დეზს ჩექმის ფორმის იტალიის კონტურზე, უწოდებენ კარგანოს.

მოსახლეობა[რედაქტირება]

პროვინციის ფართობი 7 190 კმ²-ია, მოსახლეობა 645 236 (2005). ამჟამად ის შედგება 61 კომუნისგან, მაგრამ 2009 წლამდე მათი რიცხვი 64 იყო, სანამ 3 კომუნა ახლადშექმნილი ბარლეტა-ანდრია-ტრანის შემადგენლობაში გადავიდოდა. მოსახლეობა კი 686 856 ადამიანს შეადგენდა.[1]

ეკონომიკა[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი მნიშვნელობა უწინდელთან შედარებით შემცირებულია, აგრარული სექტორი კვლავ რჩება ფოჯის ეკონომიკის მთავარ ბურჯად, იმდენად, რამდენადაც ამ არეალს ზედმეტსახელად „იტალიის ბეღელს“ უწოდებენ. რამდენიმე მცირე წარმოება ძირითადად კვების მრეწველობაზეა ორიენტირებული.

კანგაცლილი პომიდვრის უდიოდესი ნაწილი ევროპაში ფოჯიდან შედის. ყოველწლიურად იწარმოება 2 მლნ ტონა პომიდორი, მაგრამ გლეხები მხოლოდ რვა ცენტს იღებენ კილოგრამში. იმისათვის რომ გადარჩნენ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ბევრი მეპომიდვრე ფერმერი სამუშაო ძალად არალეგალ იმიგრანტებს იყენებს.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]