ანასტეიშა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანასტეიშა
Anastacia, Women's World Awards 2009 d.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ანასტეიშა ლინ ნიუკირკი
დაბ. თარიღი 17 სექტემბერი, 1968 (1968-09-17) (46 წლის)
წარმოშობა ჩიკაგო, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპ მუსიკა, სოული, საცეკვაო პოპი, პოპ-როკი[1]
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, დიზაინერი, ფილანთროპი
აქტიური 1983–1992 (მოცეკვავე)
1990-დღემდე (მომღერალი
ლეიბლ(ებ)ი Epic, Daylight, Mercury, BMG Rights Management
საიტი ოფიციალური საიტი

ანასტეიშა ლინ ნიუკირკი (ინგლ. Anastacia; დ. 1968 წლის 17 სექტემბერს)[2] — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. წარმატება მოიპოვა ევროპაში, ავსტრალიაში, აზიაში, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, თუმცა მშობლიურ აშშ-ში არც თუ ისე დიდი წარმატება ხვდა წილად. მისი სადებიუტო ალბომი „Not That Kind“ გამოვიდა 2000 წელს და აშშ-სა და კანადის გარდა გაიყიდა ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ამასთანავე ალბომი დადებითად შეაფასეს მაიკლ ჯექსონმა და ელტონ ჯონმა. 2000 წელს მიენიჭა ჯილდო „საუკეთესო გაყიდვების საერთაშორისო ხელოვანი“. ანასტეიშას მომდევნო ორი ალბომი ასევე წარმატებით გაიყიდა ევროპასა და მთელ ოკეანეთში. იგი ცნობილია მეტსახელით „პატარა ლედი დიდი ხმით“, აგრეთვე თავისი მძლავრი ხმითა და პატარა სიმაღლით (157 სმ).[3] ანასტეიშამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდა 25 მილიონი ალბომი, სინგლი და ვიდეო.[4][5]

ანასტეიშა ლინ ნიუკირკი დაიბადა ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში,[6] მამამისის, გერმანელი წარმოშობის რობერტ ნიუკირკისა და დედამისის, დიანა ჰარლის ოჯახში.[7] პატარა ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ნიუ-იორკში გადავიდა.[8] მოგვიანებით მანჰეტენში ჩააბარა ბავშვთა სპეციალურ სკოლაში. 13 წლის ასაკში აღმოუჩნდა კრონის ავადმყოფობა.[9] გარკვეული პერიოდი „მიჯაჭვული“ იყო ინვალიდის სავარძელს, თუმცა შემდეგ ცეკვით დაინტერესდა.

2003 წლის იანვარში ანასტეიშას დაუსვეს დიაგნოზი მკერდის კიბო. იმთავითვე დაიწყო რადიოთერაპია და წარმატებით ჩაიარა ოპერაციამაც. მოგვიანებით მომღერალმა შექმნა ფონდი „ანასტეიშა“. 2008 წელს დაუსვეს დიაგნოზი სუპრავენტრიკულარული ტაქიკარდია.

2007 წელს იქორწინა პირად მცველზე უეინ ნიუტონზე, თუმცა 2010 წელს წყვილი განქორწინდა. ანასტეიშას ზურგზე რამდენიმე ტატუ აქვს. ყველაფერთან ერთად იგი ფილანთროპიცაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Anastacia by Anastacia. წაკითხვის თარიღი: 2011-06-29.
  2. Chrissy Iley (August 24, 2008). Anastacia Bares All. Fabulous Magazine UK. Prior to this she was represented as born in 1973 in mainstream media, eg Trials of Anastacia at Times Online and Anastacia at The Biography Channel. Retrieved 2008-08-24.
  3. Wilde, Jon. “'I really don't like music,' says Anastacia (who happens to have sold 20 million albums)“, Mail Online, December 27, 2008. წაკითხვის თარიღი: 2011-11-11. 
  4. Anastacia, 20 million worldwide sales award (November 2005) JM Enternational. Retrieved 2008-10-10.
  5. Anastacia-turns-her-pop-and-life-experiences-to-judging-talent“, July 11, 2010. წაკითხვის თარიღი: 2012-01-02. 
  6. Official Website : Biography. Anastacia. წაკითხვის თარიღი: 2009-09-26.
  7. http://anastacia-unlimited.org/interview12.php
  8. The Times Online|TimesOnline.co.uk (October 23, 2005). Trials of Anastacia. Retrieved 2006-09-09.
  9. MTV.com (January 21, 2003). Anastasia Diagnosed with Breast Cancer. Retrieved 2006-09-06.