ანანია შირაკაცი
|
ანანია შირაკაცი |
||
|---|---|---|
| დაბადების თარიღი | დაახლ. 610 | |
| დაბადების ადგილი | შირაკის პროვინცია | |
| გარდაცვალების თარიღი | დაახლ. 685 | |
| ცნობილია როგორც | აშხარჰაცუიცის ავტორი | |
ანანია შირაკაცი (ანანია შირაკელი, სომხ. Անանիա Շիրակացի; VII საუკუნე) — სომეხი მეცნიერი და ფილოსოფოსი. იყო გეოგრაფი, კარტოგრაფი, ისტორიკოსი და ასტრონომი. ანანია შირაკაცს მიაწერენ სომხური გეოგრაფიული და კარტოგრაფული ძეგლის — აშხარჰაცუიცის ავტორობას. იგი სომხეთში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფუძემდებელია.[1]
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ანანია შირაკაცის დაბადების ადგილი უცნობია. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მეცნიერი შირაკავანში დაიბადა, ან ანისის მახლობლად.[1] იყო ოვანეს შირაკაცის შვილი, რომელიც სავარაუდოდ მიეკუთვნებოდა კამსაკარანის ან არწრუნის საგვარეულოს.[2] მიჩნეულია, რომ დაწყებითი განათლება ანანია შირაკაცმა მიიღო დპრევანკის მონასტერში, სადაც ადრეული წლებიდან დაეუფლა მათემატიკას.[1][3] შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც გაიღრმავა ცოდნა. მოგვიანებით ანანია შირაკაცი გაემგზავრა ბიზანტიაში — ტრაპიზონში, სადაც 8 წლის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ბერძენი სწავლულის მოწაფე.[4] დაახლოებით 651 წელს შირაკაცი დაბრუნდა სომხეთში.
ანანია შირაკაცმა ბუნების გაგებას საფუძვლად დაუდო ანტიკური მატერიალისტური მოძღვრება ოთხი ელემენტის შესახებ. ავტორია მათემატიკური, კოსმოგრაფიული და გეოგრაფიული ნაშრომებისა. მის მიერ შედგენილი არითმეტიკის სახელმძღვანელო ერთ-ერთი უძველესია ჩვენამდე მოღწეული ასეთი ხასიათის ნაშრომებიდან. ანანია შირაკაცი იზიარებდა აზრს დედამიწის სფერულობის შესახებ. მისმა საბუნებისმეტყველო შეხედულებებმა დიდი გავლენა მოახდინა სომხური კულტურის განვითარებაზე. მასვე მიეწერება აშხარჰაცუიცის ავტორობა, რომელიც წარმოადგენს ანტიკური გეოგრაფიული ტრადიციების გაგრძელებას, რომელიც ძირითადად ემყარება კლავდიოს პტოლემეს (87—165) გეოგრაფიას.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Р. Хьюсен, «Science in Seventh-Century Armenia: Ananias of Širak», Isis, vol. 59, No. 1, (Spring, 1968), pp. 32—45.
- С. Еремян, Восстановленная версия карты Центральной Азии по Анании Ширакаци
- Աշխարհացույց, «Армянская География VII века по Р.Х (приписывавшаяся Моисею Хоренскому)», СПб.,1877
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 427-428, თბ., 1975 წელი.
- Чалоян В. К., Естественнонаучные воззрения Анания Ширакаци, в сборнике: Византийский временник, т. 12, М., 1957.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 Tumanyan, Benik, Artashes A. Matevosyan, Vazgen K. Chaloyan, Ashot A. Abrahamyan and Nikoghos Tahmizyan. «Անանիա Շիրակացի» (Anania Shirakatsi). სომხური საბჭოთა ენციკლოპედია. vol. i. Yerevan, Armenian SSR: Armenian Academy of Sciences, 1974, pp. 362-364.
- ↑ Hewsen, Robert H. "Science in Seventh-Century Armenia: Ananias of Širak", Isis, vol. 59, No. 1, (Spring, 1968), p. 34.
- ↑ Hacikyan, Agop J; Gabriel Basmajian, Edward S. Franchuk, Nourhan Ouzounian (eds.) (2002). The Heritage of Armenian Literature, Vol. 2: From the Sixth to the Eighteenth Century. Detroit: Wayne State University Press, გვ. 56. ISBN 0-8143-3023-1.
- ↑ Р. Хьюсен, «Science in Seventh-Century Armenia: Ananias of Širak», Isis, vol. 59, No. 1, (Spring, 1968), p. 34—35