ამამლო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ამამლო


ქვეყანა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი დმანისის მუნიციპალიტეტი
კოორდ. 41°16′34″ ჩ. გ. 44°13′24″ ა. გ. / 
მოსახლეობა 1596 კაცი (2002)
ეროვნული
შემადგენლობა
აზერბაიჯანელები 97%
დროის სარტყელი UTC+4
ტელ. კოდი +995

GEO-KKL-DM.svg

Red pog.svg

ამამლო, ჰამამლოსოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში,[1] მდებარეობს მდინარე შავწყაროსწყლის (მაშავერის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1160 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1596 კაცი.[2]

[რედაქტირება] ისტორია

სოფლის სამხრეთით, 1 კმ-ზე, ძველი ნამოსახლარია, გალავანშემორტყმული XII საუკუნის ეკლესიითა და მცირე სასაფლაოთი. ეკლესია, როგორც კედლის წყობით, ისე მორთულობით, ადგილობრივი სამშენებლო ტრადიციებიოს გამომხატველია. იგი წარმოადგენს ერთნავიან დარბაზულ ნაგებობას, აღმოსავლეთ მხრიდან აქვს სწორკუთხედში მოქცეული ნალისებრი აფსიდი, რომლის კედელში სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია (წალო). შესასვლელი სამხრეთიდანაა. თითო სარკმელია და დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც. საკურთხეველში შემორჩენილია ქვის ტრაპეზი, რომელსაც ამკობს დიდი, კვარცხლბეკზე შემდგარი ჯვრის რელიეფური გამოსახულება. ეკლესიის მორთულობა სადაა. დასავლეთ ფასადზე წვრილი მთავრულით ამოკვეთილ სამშენებლო წარწერაში მოხსენიებული არიან მეფეთმეფე თამარი და ერისთავი კახა, მისი დედა კრავაი და ძეგლის აღმშენებელი ბეღელას ძე ოქროპირი. წარწერიანი ქვა დაცულია საქართველოს სახემწიფო მუზეუმში.

ძველ სასაფლაოზე შემონახული იყო დიდი ქვაჯვარი კვარცხლბეკზე ამოკვეთილი ვრცელი ქართული წარწერით, იგი ამ ტიპის ძეგლთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენდა. 1964-მდე ჯვარი ჯერ კიდევ იდგა. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ფოტოსურათი. ჯვარი და მოჩუქურთმებული ქვედა ნაწილი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. კვარცხლბეკის წარწერა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. ამამლოს მახლობლად დგას შუა საუკუნეების მოხატული ეკლესია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები