ცრუაკაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცრუაკაცია
ცრუაკაცია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: პარკოსნები
სახეობა: ცრუაკაცია
ლათინური სახელი
Robinia pseudoacacia

ცრუაკაცია, თეთრი აკაცია (Robinia pseudoacacia), ფოთოლმცვივანი ხე პარკოსანთა ოჯახისა. 25-30 მ სიმაღლის გაშლილვარჯიანი მცენარეა. ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იზრდება მთის ქვედა სარტყელში. დასავლეთ საქართველოში გაველურებულია. მისი ბაღური ფორმები კარგად ხარობს თბილისის ბოტანიკურ ბაღში. ცრუაკაცია სწრაფმზარდი ხეა. ყვავილობს მაის-ივნისში. მაგარი და გამძლე მერქანი აქვს. ქერქი შეიცავს მთრომლავ ნივთიერებებს, თესლი — ზეთს და ყავის სუროგატად იხმარება. იყენებენ მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად. ეროზიის საწინააღმდეგოდ. კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 243, თბ., 1987