აბრეშუმა აკაცია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბრეშუმა აკაცია
AlbizziaJulibrissin3.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Albizzia julibrissin
დაცვის სტატუსი

აბრეშუმა აკაცია ლენქორანული ალბიცია (Albizzia julibrissin), ხე მიმოზისებრთა ოჯახისა. სიმაღლე - 15 მ. ფოთოლმცვივანია, უეკლო. აქვს ქოლგისებრი ვარჯი, მომწვანო გლუვი ქერქი, 24 სმ-მდე სიგრძის ორმაგ-კენტფრთართული ფოთლები, მოგრძო ასიმეტრიული ფოთოლაკები, მომწვანო-მოყვითალო ყვავილები ვარდისფერი მტვრიანებით. ყვავილედი რთულ საგველად ან ნახევარქოლგად შეკრებილი თავთავი ან თავაკია. ყვავილობს მაის-ივლისში. ნაყოფი ბრტყელი პარკია, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. აბრეშუმა აკაცია იზრდება აზერბაიჯანში (თალიში) და ირანში (კასპიის ზღვის სანაპირო რაიონები), მთის ქვედა სარტყელში. როგორც დეკორატიული მცენარე მოშენებულია დასავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში, შუა აზიაში, ყირიმში, კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდებოდა ლენქორანის აკაციის 1 ხნიერი ეგზემპლარი, რომელიც 1969 წელს ქარიშხალმა იმსხვერპლა.ამჟამად იქ არსებული რამდენიმე 607 წლიანი ეგზემპლარი წარმოადგენს ზემოაღნიშნულკი დაღუპული დედამცენარის თვითნათესს.მათ შორი ყველაზე დიდი აღწევს 4 მ, დიამეტრი 3,5 სმ, ვარჯის პროექცია – 3X4 მ.ჯანსაღად გამოიყურებიან.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 34, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე