მიმოზისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მიმოზისებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Mimosaceae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მიმოზისებრნი (Mimosaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხშირად პარკოსანთა ოჯახის ქვეოჯახად (Mimosoideae) მიიჩნევენ. ხეები და ბუჩქებია, იშვიათად ბალახები. აერთიანებს 40-55 გვარს, რომლებშიც თავმოყრილია 2500-მდე სახეობა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. კავკასიასა და შუა აზიაში ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ორი სახეობა — აბრეშუმა აკაცია და Lagonychium farctum. ოჯახის ზოგიერთი სახეობა ძვირფას მერქანს იძლევა, ზოგი გუმიარაბიკსა და მთრიმლავ ნივთიერებებს. ტროპიკული ლიანა Entada scandens 2 მ-მდე სიგრძის ნაყოფებს (პარკებს) ისხამს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 6, გვ. 702, თბ., 1983
სტატიის