აბუზარ აიდამიროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბუზარ აიდამიროვი
დაბადების თარიღი 29 ოქტომბერი, 1933(1933-10-29)
დაბადების ადგილი Meskety
გარდაცვალების თარიღი 27 მაისი, 2005(2005-05-27) (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი Meskety
საქმიანობა პოეტი, მწერალი და პროზაიკოსი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
ალმა-მატერი ჩეჩნეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
ჟანრი პოემა
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი და Excellence of Public Education of the Russian Federation

აბუზარ აბდულხაკიმოვიჩ აიდამიროვი (რუს. Абузар Абдулхакимович Айдамиров; დ. 29 ოქტომბერი, 1933 — გ. 27 მაისი, 2005) — საბჭოთა კავშირის ჩეჩენი რომანისტი და პოეტი, ავტორი ისტორიული ტრილოგიისა, რომელიც მიეძღვნა კავკასიის ომებს, „გრძელი ღამეები“; „ელვა მთებში“; „ქარიშხალი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1933 წლის ოქტომბერში ნოჟაი-ჯურტოვსკის რაიონის სოფელ მესკეტში. აბუზარი იყო ალაროის ტაიპიდან და ადრეული ბავშვობა გაატარა მშობლიურ სოფელში მამასთან აბდულ-ხაკიმთან, დედა მუხაზართან და ძმებთან ერთად. მისი ბავშვობა ტრაგიკული იყო, მამის დაპატიმრებამ და ციმბირში გადასახლებამ, ოჯახს დიდი ფინანსური პრობლემები შეუქმნა; ოჯახს გარდაეცვალა ტყუპი ბავშვები, ხოლო მათი უფროსი ძმა დააპატიმრეს და შემდეგ ციმბირში გადაასახლეს. ზაინაბი, აბუზარის და, მოულოდნელად გარდაიცვალა. თებერვალში, რვაწლიანი გადასახლების შემდეგ, აბდულ-ხაკიმი სახლში დაბრუნდა. მამამისის აბდულ-ხაკიმის მეშვეობით შეიტყო აბუზარმა ჩეჩენი ხალხის ისტორია. [1] აბუზარი და მთელი მისი ოჯახი შუა აზიაში გადაასახლეს ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის დროს. სწორედ იქ გარდაიცვალა მამამისი, 1949 წელს. სანამ სხვა ჩეჩენ ხალხებთან ერთად სამშობლოში დაბრუნებას შეძლებდა, იზრდებოდა და სწავლობდა შუა აზიაში.

ციტატა აბუზარ აიდამიროვის მემუარებიდან:

„მამა არ გამოჯანმრთელებულა წინა ავადმყოფობიდან. იგი 1949 წლის 14 აპრილს, უსპენკოვის სოფელში, კარავანას რეგიონში გარდაიცვალა. 1941 წლიდან 1949 წლამდე, მამასთან ერთად 8 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. მე იგი ნანახი მყავს მხიარულების და მწუხარების ჟამსაც, ჩემთვის მაღალი ზნეობის, სიმამაცისა და ღირსების ნიმუში იყო. და თუ კი დარჩა ჩემში სიკეთე, მოთმინება, წყალობა და სიმამაცე - ეს ყველაფერი მამაჩემისგან მერგო.“

ბუზარ აიდამიროვის პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა 1957 წელს. [2] როგორც ერთ-ერთმა უძველესმა მასწავლებელმა და მენტორმა ჩეჩნეთში, მან ნახევარ საუკუნეზე მეტი მიუძღვნა ახალგაზრდა თაობის ჩეჩნურ ენაზე განათლებასა და მომზადებას. [3] 1963 წელს ა.აიდამიროვმა დაამთავრა CHIGPI-ს ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967-1969 წლებში გაიარა ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. მას მიენიჭა საპატიო სამკერდე ნიშნები, მათ შორის „განათლების ბრწყინვალება სსრკ-ში“ (1985), ხოლო 2002 წელს მიენიჭა „ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო მასწავლებლის“ წოდება. გარდა ამისა, არის ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო მწერალი (1977), ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1993), ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი (1993). 1976 წელს დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. ოცდაათი წლის განმავლობაში იყო ნოჟაი-იურტის რაიონის საბჭოს მუდმივი დეპუტატი, ხოლო 1989-1991 წლებში იყო სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 2004 წელს აირჩიეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ. [4]

60-იანი წლები ნაყოფიერი იყო აბუზარისთვის. ამ პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით იბეჭდება მისი წიგნები: „დედის გული“, „მშობლიურ მთებში“, „სინათლე მთაში“, „გენარსოლთას ღვაწლი“, „სკაიაში“, „თავისუფლების სახელით“. მისი ლექსები და მოთხრობები ცნობილი ხდება მკითხველთა ფართო სპექტრისთვის. ბევრი მიიჩნევს, რომ აბუზარმა გააძლიერა მკითხველის ინტერესი ჩეჩნური რომანების მიმართ ისეთი რომანებით, როგორიცაა მისი ტრილოგიური წიგნები კავკასიის ომის შესახებ: გრძელი ღამეები, ელვა მთებში და ქარიშხალი, რომლებიც ითარგმნა არაბულ, თურქულ, ფრანგულ ენებსა და სხვა ევროპულ ენებზე. ტრილოგიის პირველი წიგნის გრძელი ღამეების 5000-ზე მეტი ეგზემპლარი სულ რაღაც 2 თვეში გაიყიდა. [5] არცერთ სხვა რომანს ჩეჩნურ ენაზე არ გაუყიდია ამდენი ეგზემპლარი და ასობით ადამიანმა სპეციალურად ამ რომანის წასაკითხად ისწავლა ჩეჩნურად კითხვა. რომანი გრძელი ღამეები გამოიცა 1972 წელს და დიდი ხნის განმავლობაში იყო აკრძალული. რუსულად მხოლოდ 1996 წელს ითარგმნა, 1998 წელს კი არაბულად გამოიცა. [6]

ტრილოგია და მისი სხვა ორი რომანი აღწერს ჩეჩნეთის ისტორიას კავკასიის ომის დროს მე-19 საუკუნეში 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე. მისი რომანების გმირებს შორის არიან ათობით უბრალო ადამიანი, გლეხე, ეროვნული გმირები, ასევე აბრეკ ზელიმხანი, ბაისანგურ ბენოელი და მთიელთა აჯანყების სხვა ლიდერები. [7] აბუზარი გარდაიცვალა 2005 წელს ავადმყოფობასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2006 წელს ა. ადმიროვის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა მესკეტიში.
  • აბუზარ აიდამიროვის ცხოვრების ბიოგრაფია 2007 წელს გამოაქვეყნა მისმა ქალიშვილმა მაშარ აიდამიროვამ.
  • 2008 წელს გროზნოში ბ.ხმელნიცკის ქუჩას ეწოდა აიდამიროვის ქუჩა.
  • 2013 წლის 30 ოქტომბერს, ა.ა. აიდამიროვის დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკას მისი სახელი ეწოდა.
  • 2018 წლის ნოემბერში, ბულგარეთში აიდამიროვის ბიუსტი მწერალთა კულტურული და ისტორიული კომპლექსის ხეივანთან დაამონტაჟეს.

ჯილდოები და ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შრომის წითელი დროშის ორდენი (17.06.1981);
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი (15.08.1991); [8]
  • ჩეჩენო-ინგუშეთის სახალხო მწერალი (1977);
  • „სსრკ განათლების ბრწყინვალება“ (1985);
  • ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1993);
  • ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი (1993);
  • „რსფსრ განათლების ბრწყინვალება“ (1997);
  • „ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო მასწავლებელი“;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]