აბრეშუმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბრეშუმა
ევროპული აბრეშუმა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: აბრეშუმასებრნი
ლათინური სახელი
Cuscuta

აბრეშუმა (Cuscuta), ერთწლოვანი სარეველა მცენარეების გვარი აბრეშუმასებრთა ოჯახისა. ფესვი და ნამდვილი ფოთოლი აბრეშუმას არა აქვს. პატრონმცენარეს ეკვრის ხვიარა ღეროზე განლაგებული მისაწოვრებით და იკვებება მის ხარჯზე. ყვავილი წვრილი, ვარდისფერი ან თეთრი აქვს. თესლი გაღივების უნარს ინარჩუნებს 3-10 წლამდე. აბრეშუმა გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე. აღსანიშნავია საქართველოში ფართოდ გავრცელებული ევროპული აბრეშუმა (Cuscuta europaea), ამერიკული აბრეშუმა (Cuscuta arvensis), სამყურას აბრეშუმა (Cuscuta epithymum), წიწაკის აბრეშუმა (Cuscuta obtusiflora). მავნე და საკარანტინო მცენარეა. აზიანებს სამყურას, იონჯას, სელს, წიწაკას, თამბაქოს, კარტოფილს, ჭარხალს, ცერცველას, ხახვს და სხვა. გვხვდება სარეველა მცენარეებზეც. აბრეშუმას ზოგიერთი სახეობა შხამიანია და საკვებში მოხვედრისას შეიძლება მოწამლოს ცხოველი.

ბრძოლის ღონისძიებანი: სათესლე მასალის გაწმენდა, დასარევლიანებული ნაკვეთების მოთიბვა აბრეშუმას თესლის შემოსვლამდე და ნათიბის დაწვა, გადაბარვა, გადახვნა, ჰერბიციდებით შეწამვლა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქეშელაშვილი გ., ქსე, ტ. 1, გვ. 34, თბ., 1975