ჯიხა — წალენჯიხაში მოქმედი დამოუკიდებელი ტელეკომპანია. მაუწყებლობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
საეთერო ბადის ძირითადი ნაწილი ეთმობა მუსიკალურ გასართობ პროგრამებს. არხს ასევე აქვს სხვა პროგრამები: ყოველკვირეული საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა „ობიექტივი”. თემატური გადაცემები: „საუბრები რელიგიაზე”, „ლაკადა-ლურჯი წიგნი”, „ქიმერა” და სხვა.