კალაკმული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალაკმულის პირამიდა (სტრუქტურა I)

კალაკმული (ესპ. Calakmul) — მაიას ცივილიზაციის ყველაზე დიდი ქალაქი დღემდე აღმოჩენილ მაიას ქალაქებს შორის. მდებარეობს მექსიკაში, კამპეჩეს შტატში. გადაჭიმულია 1 800 000 აკრზე, ჯუნგლების სიღრმეში, პეტენის აუზის რეგიონში, გვატემალის საზღვრიდან 30 კმ-ის დაშორებით.

კალაკმული 1931 წლის 29 დეკემბერს, საჰაერო გადაფრენისას აღმოაჩინა ბიოლოგმა კირუს ლანდელმა და მანვე უწოდა ეს სახელი, რაც მაიას ენაზე ნიშნავს „ორი მომიჯნავე პირამიდის ქალაქს“.

კალაკმული იყო მაიას სუპერსახელმწიფო ჩრდილოეთ პეტენის რეგიონში. ქალაქი იმართებოდა ე. წ. „გველის თავის მოწყობით“. ეს წყობა, ტიკალის მსგავსად, დამახასიათებელია კლასიკური მაიას პერიოდისათვის. ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 50. 000 ადამიანს და მას ჰყავდა მთავრობა, რომელიც ქალაქს 150 კილომეტრის მოშორებიდან მართავდა. კალაკმულში გამოიყოფა 6 750 უძველესი სტრუქტურა, რომელთა შორის უდიდესია დიდი პირამიდა. მისი სიმაღლეა 55 მეტრი და როგორც მაიას პირამიდებისთვისაა დამახასიათებელი, საფეხურებიანია.

2002 წელს, იუნესკომ კალაკმული მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: