მაიაპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაიაპანიმაიას ცივილიზაციის ქალაქი თანამედროვე მექსიკაში, იუკატანის შტატში, ჩიჩენ-იცადან 100 კმ-ით დასავლეთით. მაიაპანი იყო მაიას ცივილიზაციის დედაქალაქი, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იუკატანის ნახევარკუნძულზე, ჩვ. წ. 1220-1440 წლებში.

დღეისათვის, მაიაპანი დიდი არქეოლოგიური კომპლექსია, მოიცავს 4 კვადრატულ კილომეტერს და შეიცავს დაახლოებით 4 000 სტრუქტურას. ქალაქი შემოსაზღვრულია თავდაცვითი მნიშვნელობის მქონე გალავნით, რომელსაც რამდენიმე ჭიშკარი გააჩნია. ქალაქის საცერემონიო ცენტრი მდებარეობდა მის დასავლეთ ნაწილში. აქ მრავლადაა წარმოდგენილი პირამიდა-ტაძრები და კოლონადები. ქალაქის მთავარი ტაძარი ცნობილია როგორც კუკულკანი. იგი წარმოადგენს საფეხურებიან პირამიდას, ზუსტად ისეთივეს, როგორიცაა ჩიჩენ-იცა.

საკმაოდ ფართოა ქალაქის საცხოვრებელი ზონა. საცხოვრებელ სახლებს გააჩნიათ შიდა ეზოები.

არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ქალაქის საცერემონიო ცენტრი ოკუპაციის შემდეგ დამწვარა, აღმოჩენილია ხანძრისგან დაზიანებული სახურავები.

მაიაპანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: