ჰასან ბეი აღაევი
ჰასან ბეი აღაევი | |
---|---|
აზერ. Həsən bəy Məşədi Hüseyn oğlu Ağayev | |
დაბადების თარიღი | 1875 |
დაბადების ადგილი | ელიზავეტპოლი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 19 ივლისი, 1920 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს დრ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დრ |
განათლება | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] (1901) |
პარტია | მუსავათი |
საქმიანობა | ჟურნალიტი |
მეუღლე/ები | ხადიჯა აღაევა |
შვილ(ებ)ი | Khurshid Agaeva და Nazakat Aghazade |
ჰასან ბეი მაშადი ჰიუსეინ ბეის ძე აღაევი (აზერ. Həsən bəy Məşədi Hüseyn bəy oğlu Ağayev; დ. 1875, ელიზავეტპოლი (დღეს განჯა), რუსეთის იმპერია — გ. 19 ივლისი, 1920, თბილისი, საქართველოს დრ) — აზერბაიჯანელი საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, ექიმი, მასწავლებელი, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰასან ბეი აღაევი დაიბადა 1875 წელს განჯაში. განჯის კლასიკურ გიმნაზიაში განათლების დამთავრების შემდეგ, 1901 წელს ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევის დაფინანსებით, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც მოგვიანებით წარმატებით დაასრულა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ექიმად დაიწყო მუშაობა. 1906-1907 წლებში იძულებული იყო ეცხოვრა სამხრეთ აზერბაიჯანში. 1907 წელს აირჩიეს ბაქოში ჩატარებული კავკასიის მუსლიმ მასწავლებელთა კონგრესის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ. იყო ორგანიზაცია „დიფაი“-ს წევრი. მონარქიის დამხობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, განჯაში, ორგანიზაცია „დიფაი“-ს დამფუძნებლებთან და ეროვნული კომიტეტის წამყვან პირებთან — შაფი ბეი რუსტამბეილისთან, ხალილ ბეი ხასმამედოვთან, ძმები შეიხზამანლებთან და სხვებთან ერთად, ნასიბ იუსიფბეილის ხელმძრვანელობით, დაფუძნეს აზერბაიჯანის ისტორიაში ახალი დონის, ევროპული კულტურული ღირებულებების მომხრე პირველი პარტია „თურქ ადამი-მარქაზიათ ფირგასი“ (1917). აღნიშნული პარტიის მუსავატთან გაერთიანების შემდეგ, აღაევი აირჩიეს მისი ცენტრალური კომიტეტის წევრად.
1918 წლის 28 მაისს, თბილისში აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს სხდომაზე, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების დროს, ჰასან ბეი აღაევი იყო ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, მამედ ემინ რასულზადეს მოადგილე და იგი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამ ისტორიულ მოვლენაში. ჰასან ბეი აღაევმა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაციას პირველმა ხელი მოაწერა. 1918 წლის 16 ივნისს, აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო და ხელისუფლება გადავიდნენ განჯაში. 17 ივნისს, აქ ჩატარებულ პირველ სხდომაზე, ეროვნულმა საბჭომ წარმოშობილ მდგომარეობასთან დაკავშირებით დროებით შეაჩერა თავისი საქმიანობა, მთელი ძალაუფლება გადასცა ახლად ფორმირებულ ხელისუფლებას. 1918 წლის 7 დეკემბერს, აზერბაიჯანის პარლამენტის ბაქოში ოფიციალურად გახსნამდე, ჰასან ბეი აზერბაიჯანის რკინიგზის სამმართვლელოში, მთავარი ექიმის თანამდებობაზე მუშაობდა.
დეკემბერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს და რადგან თავმჯდომარე ალიმარდან ბეგ თოფჩიბაშევი ბაქოში არ იმყოფებოდა, 1920 წლის 2 თებერვლამდე ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობასაც. რესპუბლიკის დაცემის შემდეგ გადავიდა თბილისში.
1920 წლის 19 ივლისს, თბილისში მოკლულ იქნა დაქირავებული სომეხი მკვლელის მიერ, რომელმაც მის გარდა ფათალი ხან ხოისკიც მოკლა. დასაფლავებულია თბილისში მდებარე ძველ მუსლიმთა სასაფლაოზე (ამჟამად მდებარეობს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე).
როგორც პუბლიცისტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰასან ბეი აღაევი ასევე პუბლიცისტიც იყო. განჯაში გამოსცემდა გაზეთ „იუჟნი კავკაზ“-ს („სამხრეთი კავკასია“) (1911-1912). 1911 წელს აირჩიეს მუსლიმთა საგანმანათლებლო საზოგადოების თავმჯდომარედ. 1914 წელს განჯაში ხუდადათ ბეი რაფიბეილისთან (1878-1920) ერთად დაფუძნა სამედიცინო საზოგადოება.