ხადიჯა აღაევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხადიჯა აღაევა აზერ. Xədicə Ağayeva
მშობლიური სახელი აზერ. Xədicə Sadıq qızı Ağayeva
დაბადების სახელი ხადიჯა აბდურაჰმანოვა
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1885
ტაშკენტი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 დეკემბერი, 1958
ბაქო, სსრკ
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა პედაგოგი
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) ჰასან ბეი აღაევი
შვილ(ებ)ი ხურშიდი, გულრუხი, ნეზაქეთი
მშობლები მამა: სადიყ აბდურაჰმანოვი

ხადიჯა აღაევა (აზერ. Xədicə Sadıq qızı Ağayeva; დ. 25 ოქტომბერი, 1885, ტაშკენტი, რუსეთის იმპერია13 დეკემბერი, 1958, ბაქო) — აზერბაიჯანელი მასწავლებელი, განმანათლებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხადიჯა აღაევა დაიბადა ტაშკენტში 1885 წელს, ცარისტული არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის სადიყ აბდურაჰმანოვის ოჯახში. იგი სწავლობდა ტაშკენტის გიმნაზიაში თავის დასთან ზეინაბთან ერთად. გიმნაზიაში ორივე კარგად სწავლობდა - ზეინაბმა ოქროს მედლით დაამთავრა სასწავლებელი, ხადიჯამ კი ვერცხლის.

მოგვიანებით ორივე და გაემგზავრა რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტერბურგში უმაღლესი განათლების მისაღებად. ზეინაბმა საბუთები გადასცა გოგონების პანსიონის სამედიცინო ფაკულტეტს, ხადიჯამ კი -  გოგონათა ინსტიტუტს, რომელიც იმ დროისთვის დიდგვაროვანი ქალბატონების ყველაზე პრესტიჟულ სკოლად ითვლებოდა. ხადიჯა სწავლობდა მასწავლებლობას, ხოლო მისი და ზეინაბი მედიცინას.

1904 წელს ხადიჯა აღაევა დაქორწინდა ჰასან ბეი აღაევზე, ​​აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე. მალე წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინათ: ხურშიდი, რომელიც დაიბადა 1905 წელს, გულრუხი 1908 წელს და ნაბოლარა ნეზაქეთი 1910 წელს.

ხადიჯა აღაევას ცხოვრება და მოღვაწეობა შესწავლილი აქვს აკადემიკოს რაფაელ ჰუსეინოვს. იგი წერს, რომ ხადიჯას ქრისტიანობის მიღების შემთხვევაში პეტერბურგის გიმნაზიაში მასწავლებლის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა მან ეს წინადადება არ მიიღო. ხადიჯამ  საკუთარი თავი, ოჯახი და რელიგიური ღირსება შეურაცხყოფილად მიიჩნია.

ერთ დღეს აღაევამ მიიღო წერილი თავისი დისგან. ზეინაბი წერდა, რომ პეტერბურგის გაზეთებში ნახა განხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბაქოში თაღიევის გოგონათა სკოლაში მასწავლებლებს ეძებენ. ხადიჯა მაშინვე წერილს უგზავნის აზერბაიჯანელ მეცენატს ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევს და მალე მგზავრობის ფულთან ერთად დადებითი პასუხიც მოდის.

1901 წელს გაიხსნა თაღიევის მიერ აშენებული ბაქოს მუსლიმ გოგონათა სკოლა, სადაც ხადიჯამ მუშაობა დაიწყო. 1902-1906 წლებში ხადიჯა სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. მოგვიანებით, 1909 წელს, ხადიჯა ბაქოდან ქალაქ განჯაში გადადის ოჯახთან ერთად და იწყებს მუშაობას ასკარ აღა ადიგოზალოვის მიერ გახსნილ გოგონათა სკოლის დირექტორად.

განჯაში საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 1915 წელს ხადიჯა აღაევა იყო განჯის წმინდა ნინას ადგილობრივი ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი[1].

1919 წლის 4 სექტემბერს დაინიშნა ბაქოში აზერბაიჯანის პირველი ეროვნული ქალთა გიმნაზიის (ყოფილი „წმინდა ნინას“ გოგონათა სკოლა) კონტროლიორად. მომდევნო წლებში მუშაობდა მასწავლებლად ბაქოს ქალთა მასწავლებელთა ტექნიკუმში.

1946 წელს, ბაქოს 132-ე სკოლაში ეფექტური მუშაობისთვის, ასევე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანულ განათლებაში სამაგალითო სამსახურისთვის ხადიჯა აღაევა საბჭოთა მთავრობამ დაჯილდოვდა ლენინის ორდენით.

ხადიჯა აღეიავა გარდაიცვალა 1958 წლის 13 დეკემბერს ბაქოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azərbaycan Qadın Ensiklopediyası. Bakı: Azərbaycan Milli Ensiklopediyası nəşriyyatı. 2002. səh. 22.