აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გამორჩეულ აზერბაიჯანელთა პანთეონი თბილისში
აზერბაიჯანელთა პანთეონი.jpg
ინფორმაცია პანთეონზე
მდებარეობა ბოტანიკური ბაღი, თბილისი
საქართველოს დროშა საქართველო
კოორდინატები 41°41′07″N 44°48′07″E / 41.6851559° ჩ. გ. 44.8020744° ა. გ. / 41.6851559; 44.8020744
დაარსდა XVII საუკუნე
ძველი სახელწოდება თბილისის მუსლიმური სასაფლაო
რაოდენობა 11 საფლავი (2016)
ეთნიკური შემადგენლობა აზერბაიჯანელები
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

გამორჩეულ აზერბაიჯანელთა პანთეონი თბილისში — მემორიალური სასაფლაო დედაქალაქ თბილისში, სადაც დაკრძალულია გამოჩენილი აზერბაიჯანელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, როგორიცაა მირზა ფათალი ახუნდოვი, მირზა შაფი ვაზეჰი, ფათალი ხან ხოისკი, ჰასანბეკ აღაევი და სხვები. პანთეონი მდებარეობს თბილისის ბოტანიკური ბაღის შიდა ტერიტორიაზე, ძველი მუსლიმური სასაფლაოს ადგილზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასფლაო დაარსდა XVII საუკუნეში და ეწედებოდა „გორხანა“, რაც სპარსულად „დაკრძალვის სახლს“ ნიშნავს. როდესაც აღმოსავლეთი საქართველო იმყოფებოდა სპარსეთთან ვასალურ დამოკიდებულებაში, იმ ადგილას, სადაც სასაფლაო მდებარეობს, სეიდები სახლდებოდნენ და ამიტომ ქალაქის ამ ნაწილს „სეიდაბადი“ ერქვა. ამ სასაფლაოზე კი, თბილისში მცხოვრებ გარდაცვლილი მუსლიმებს ასაფლავებდნენ.[1]

თბილისის ძველი მუსლიმური სასაფლაოს ხედი. ალექსეი ივანიცკის ფოტო (1858)

XIX საუკუნეში სასაფლაოს ტერიტორია საგრძნობლად გაფართოვდა.[1] ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეების გარდა, სასაფლაოზე დაკრძალულია კულტურის, მეცნიერებისა და პოლიტიკის მოღვაწეები, როგორიცაა გენერალი აბდულა აღა ბაქიხანოვი, მამედ-ჰასან ჰაჯინსკი, მწერალი და პუბლიცისტი გამგიუსარი, მსახიობი და რეჟისორი იბრაჰიმ ისპახანლი, პოეტი მეჰთიკულიჰან ვაფა, დიპლომატი ბეჰბუდ შახტახტინსკი, ისა შახტახტინსკი, ადილა შახტახტინსკაია, მწერალი და პუბლიცისტი ეინალი სულთანოვი, მწერალი და პუბლიცისტი რზაკული ნადჯაფოვი, ჰუსეინ ეფენდი გაიბოვი, ნაზლი ხანუმ მამედკულიზადე, ჰამზათ-ბეკ გაიბოვი, მუზაფარ ნარიმანოვი, ფარაჯ-ბეკ სულთანოვი, მსახიობი მირზალი აბასოვი, აბას კურბანოვი, ენვერ ხუდავერდიევი, მუსტაფა ველიევი, იუსიფ ჰადჯიზადე, ჰუსეინ ბახმანოვი, რზაბალა რზაევი, ასევე ახუნდოვის ოჯახის წევრები, მისი მეუღლე ტუბუ-ხანუმი, ვაჟი ადილ-ბეკი და ქალიშვილი სეირა-ბეგიმი, მისი ძმა და მისი მეუღლის დები, ისევე, როგორც ვაზეხის მეუღლე. დღეს, მათი უმრავლესობის სახელი ამოკვეთილია სასფლაო ქვაზე.

თურბე სეიდის საფლავზე, თბილისის მუსლიმურ სასაფლაოზე. ჟოზეფ დე ბაის ფოტო (1900)

XX საუკუნეში მუსლიმური სასაფლაო დაანგრიეს.[1] ლიტერატურული მიმომხიველის, ვაგიფ არზუმანლის ცნობით, რომელმაც 1959 წელს სასაფლაო მოინახულა, იქ არსებული საფლავების უმრავლესობა ეკუთვნოდა აზერბაიჯანელ მოღვაწეებს, იქვე იყო ნახევრად დანგრეული ვაზეჰის თურბეს სახის საფლავიც, ხოლო მის გვერდით რამდენიმე ბავშვთა საფლავიც იყო. 1964-1965 წლებში, დაკრძალულების ნათესავებს გადაეცა ინფორმაცია საფლავების გადატანის შესახებ, რადგან სასაფლაოს ადგილზე დაგეგმილი იყო ბოტანიკური ბაღის მოწყობა. მრავალი წლის შემდეგ, არზუმანლი ჩამოვიდა თბილისში და ქართველი მკვლევარის, ივან ენიკილოპოვის დახმარებით, მან იპოვა და გადაუღო დაახლოებით 100 საფლავის სურათი, მათ შორის გამოავლინა 30-ზე მეტი ცნობილი აზერბაიჯანელი მოღვაწის საფლავიც.[2] 70 წლის ძირძველი თბილისელი ფარიდა აბდულაევას თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე ასევე პატარა მეჩეთიც მდებარეობდა, რომელიც 1950 წელს ააფეთქეს. გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ცნობილი პიროვნების საფლავი, ხოლო ეს ტერიტორია დღეს ბოტანიკური ბაღის ნაწილია, რომელსაც ეწოდება „გამოჩენილ აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონი“. ყველაზე ძველი საფლავი ეკუთვნის პოეტს და მოაზროვნეს, განმანათლებელსა და პედაგოგ მირზა შაფი ვაზეჰის, რომელიც 1852 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.[1]

1970 წელს, აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანის ჰეიდარ ალიევის თბილისში ვიზიტის დროს, ახუნდოვის საფლავი სასაფლაოზე მოპირკეთდა.[2]

1996 წლის მარტში, გახსნეს ფათალი ხან ხოისკის ახალი საფლავის ქვა. ცერემონიაზე იმყოფებოდა უკვე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი.[3][4]

2012 წლის დასაწყისში, პანთეონი მიტოვებული იყო,[4] თუმცა იმავე წლის ბოლომდე, აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის ძალისხმევით, სასაფლაო გარემონტდა.[5]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]