ჰართვისის მუხა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ჰართვისის მუხა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Quercus hartwissiana, Quercus armeniaca | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
არასრული მონაცემები IUCN Data Deficient : 43100786 | |||||||||||||||
|
ჰართვისის მუხა, კოლხური მუხა (ლათ. Quercus hartwissiana, Quercus armeniaca) — 25-მ-მდე სიმაღლის ხეა და საქართველოს ფლორის ერთ-ერთი იშვიათი, უძველესი სახეობაა; სწრაფმზარდი, მაღალხარისხოვანი მერქნის მქონე დეკორატიული მცენარეა; უმთავრესად გვხვდება დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა); აღმოსავლეთ საქართველოდან კი დღეისათვის მხოლოდ შიდა კახეთიდანაა (ბაბანეური) ცნობილი. საქართველოს გარეთ – შავი ზღვის სანაპირო (მზიმთის აუზიდან გელენჯიკამდე), მცირე აზია, იმიერკავკასია.
იზრდება კოლხეთის ფოთლოვან ტყეში იმერეთის მუხასთან ერთად, თიხნარ, ეწერ, ყომრალ, კარბონატულ, წითელმიწა დაჭაობებულ ნიადაგებზე მთის ქვედა და შუა სარტყლებში 200 მ-დან 1200-1400 მ-მდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან. გვხვდება ერთეულებად ან პატარ-პატარა ჯგუფებად. ზოგჯერ დაბლობებში ქმნის ტყეებს, რომელთა ფართობი ძალიან მცირეა. მრავლდება თესლით და ვეგეტაციურად (ძირკვის ამონაყრით), 2-3 წელში ერთხელ უხვად მსხმოიარობს.