ჯეირახის რაიონი
ჯეირახის რაიონი ინგშ. ЖIайраха район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ჯეირახი[1] | ||||
შიდა დაყოფა | Beyni rural settlement[1] , Guli rural settlement[1] , Dzheyrakh rural settlement[1] , Lyazhgi rural settlement[1] და Olgeti rural settlement[1] | ||||
კოორდინატები | 42°49′19″ ჩ. გ. 44°40′47″ ა. გ. / 42.82194° ჩ. გ. 44.67972° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1993 | ||||
ფართობი | 627,04 კმ² | ||||
მოსახლეობა | 2981 კაცი (2018) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ინგუშები | ||||
სასაათო სარტყელი | მოსკოვის დრო და UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 87343 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.jeyrah.ru | ||||
ჯეირახის რაიონი (ინგშ. ЖIайраха район)[2] — ინგუშეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალური რაიონი. ინგუშეთის რესპუბლიკის ყველაზე სამხრეთით მდებარე რაიონი. ადმინისტრაციული ცენტრი სოფელი ჯეირახი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯეირახის რაიონი მდებარეობს ინგუშეთის მთიან ნაწილში და მოიცავს კავკასიონის ცენტრალურ ნაწილს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სუნჯის რაიონი, ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნის რაიონი, დასავლეთიდან ვლადიკავკაზის საქალაქო ოლქი, სამხრეთიდან საქართველოს ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით - ჩეჩნეთი. რაიონის ფართობია 627,04 კმ².
მთავარი მდინარეებია ასა და არმხი. რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს მწვერვალები ხახალგი (3031 მ) და ჩერეხკორტი (2230 მ).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1944-1955 წლებში შედიოდა საქართველოს სსრ-ის ახალხევის რაიონის შემადგენლობაში[3].
რაიონი დაარსდა 1993 წლის 8 ოქტომბერს ინგუშეთის პრეზიდენტის რუსლან აუშევის ბრძანებულების შესაბამისად[4].
2009 წელს ჯეირახის რაიონმა მიიღო მუნიციპალური რაიონის სტატუსი[5] და მის შემადგენლობაში დაარსდა ხუთი მუნიციპალური გაერთიანება სოფლის სტატუსით[5].
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 981 ადამიანს, რომელთა ეროვნული შემადგენლობა ასეთია:
მუნიციპალური გაერთიანებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯეირახის რაიონში ხუთი მუნიციპალურ გაერთიანებაა:
№ | სასოფლო დასახლება | ადმინისტრაციული ცენტრი |
დასახლებული პუნქტების რაოდენობა |
---|---|---|---|
1 | ბეინი | სოფელი ბეინი | 6 |
2 | გული | სოფელი გული | 60 |
3 | ჯეირახი | სოფელი ჯეირახი | 6 |
4 | ლიაჟგი | სოფელი ლიაჟგი | 5 |
5 | ოლგეთი | სოფელი ოლგეთი | 8 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 http://www.gks.ru/free_doc/2016/oktmo/tom4_oktmo.rar
- ↑ Оздоев И. А. Русско-ингушский словарь: 40 000 слов / Под. ред. Ф. Г. Оздоевой, А. С. Куркиева. — М.: Русский язык, 1980. — 832 с. — С. 616
- ↑ საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში: ქლუხორისა და ახალხევის რაიონები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-19. ციტირების თარიღი: 2018-08-17.
- ↑ Указ Главы Республики Ингушетии от 08 октября 1993 года N 296 «Об образовании Джейрахского района Ингушской Республики»
- ↑ 5.0 5.1 Закон РИ от 23 февраля 2009 года № 5-РЗ «Об установлении границ муниципальных образований Республики Ингушетия и наделении их статусом сельского поселения, муниципального района и городского округа». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-17. ციტირების თარიღი: 2018-08-17.
|