ინგუშები
Jump to navigation
Jump to search
ინგუშები, საკ. სახელწოდება ღალღა — ინგუშეთის ტერიტორიაზე მობინადრე ხალხი, ლაპარაკობენ ინგუშურ ენაზე. მათი რაოდენობაა დაახ. 158 ათ. კაცი (1970 წ.). რელიგიით ინგუშები სუნიტი მუსლიმები არიან. ინგუშების ძირითადი საქმიანობაა მესაქონელობა, მიწათმოქმედება. თუშები, ფშავლები და ხევსურები ინგუშებს ქისტებად მოიხსენიებენ.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ინგუშები ენითა და კულტურით მონათესავე ჩეჩნებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრ მოსახლეობას შეადგენენ. მთიდან ბარში გადსახლება XVI-XVII საუკუნეებში დაიწყეს. ბარში მათი პირველი სამოსახლო სოფელი ანგუში/ინგუში იყო, საიდანაც მომდინარეობს მათი სახელწოდება. 1943-1944 წლებში ინგუშები მასობრივად გადაასახლეს შუა აზიასა და ყაზახეთი. გადასახლებიდან ისინი 1957 წელს დაბრუნდნენ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 132, თბ., 1980 წელი.