შინაარსზე გადასვლა

ნაზრანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ნაზრანი
Назрань

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა
მემორიალი ნაზრანში
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რესპუბლიკა ინგუშეთი
კოორდინატები 43°13′00″ ჩ. გ. 44°46′00″ ა. გ. / 43.21667° ჩ. გ. 44.76667° ა. გ. / 43.21667; 44.76667
მმართველი ბაშირ გოიგოვი
დაარსდა 1781
პირველი ხსენება 1810
ადრეული სახელები კოსტა-ხეთაგუროვო
ამჟამინდელი სტატუსი 1967
ფართობი 118.28 კმ²
ცენტრის სიმაღლე 200 მეტრი
ოფიციალური ენა ინგუშური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 60 556[1] კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 8732
საფოსტო ინდექსი 386120
საავტომობილო კოდი 06
ოფიციალური საიტი mg-nazran.ru
ნაზრანი — რუსეთი
ნაზრანი
ნაზრანი — ინგუშეთი
ნაზრანი

ნაზრანი, ნასარა (რუს. Назра́нь, ინგშ. Наьсара) — ქალაქი (1967 წლიდან) ინგუშეთში (რუსეთის ფედერაცია); ინგუშეთის ყოფილი დედაქალაქი (1991 წლიდან). 2002 წ. რესპუბლიკის ოფიციალურმა ადმინისტრაციულმა ცენტრმა მაგასში გადაინაცვლა. 2012 მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 60 556 ადამიანს შეადგენდა.

2000-იანი წლების შუა პერიოდიდან ნაზრანში, ისევე როგორც ინგუშეთის დიდი ნაწილში, დაძაბული სიტუაციაა. 2004 წ. ქალაქში ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის, მეთაურობით შეიჭრა რამდენიმე ასეული ჩეჩენი და ინგუში მებრძოლი, რომელმაც სამთავრობო ჯარებთან რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ მინიმალური დანაკარგებით უკან დაიხია. შეტაკებამ იმსხვერპლა 67 სამართალდამცავი, მ.შ. ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აბუქარ კოსტოევი, და 25 მშვიდობიანი მოქალაქე. 2007-2008 წწ. ქალაქში მოხდა რამდენიმე ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლა რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაახლოებული პრეზიდენტის, მურატ ზიაზიკოვის წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]