რუსლან აუშევი
რუსლან სულთანის ძე აუშევი (რუს. Русла́н Султа́нович А́ушев; ინგშ. Овшанаькъан Султана Руслан; დ. 29 ოქტომბერი 1954, ვოლოდარსკოე, ყაზახეთის სსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი, სამხედრო, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 7 მარტიდან 2001 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით. სამხედრო-ინტერნაციონალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში 1991 წლიდან 2014 წლის ჩათვლით. 2004 წელს ბესლანში სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის დროს ერთადერთი ადამიანი, რომელიც ტერორისტებმა შენობაში შეუშვეს, რის შედეგადაც მოახერხა 26 ადამიანის განთავისუფლება.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსლან აუშევი დაიბადა ყაზახეთში, ქოქშეთაუს ოლქში, აირტაუსკის რაიონის სოფელ ვოლოდარსკში. წარმომავლობით ინგუშია. მამა — სულთან-ჰამიდ აუშევი, დედა — თამარა აუშევი, 1944 წელს დეპორტირებულები იყვნენ ყაზახეთში. 1971 წელს რუსლან აუშევმა დაამთავრა საშუალო სკოლა,[1] ხოლო 1985 წელს ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.
სსრკ-ის სამხედრო ძალებში სამსახური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1971 წლის შემდეგ რუსლან აუშევი მსახურობდა საბჭოთა ჯარში. 1975 წელს დაასრულა საბჭოთა კავშირის მარშალ ერემენკოს სახელობის სამხედრო სასწავლებელი. 1975-1976 წლებში ხელმძღვანელობდა ქვეით ოცეულს, 1976-1979 წელბში — ქვეით ასეულს. 1979-1980 წლებში — ქვეითი ბატალიონის შტაბს.
1981-1982 წლებში მეთაურობდა საბჭოთა ქვეითი ბატალიონის შეზღდულ კონტინგენტს ავღანეთში. ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პოლკს. 1986 წელს მძიმედ დაჭრეს. რუსლან აუშევთან ერთად შეზღდული კონტინგენტის ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მისი ძმები ადამი და ბაგაუტდინი, რომლებიც საბჭოთა არმიის ოფიცრები იყვნენ, ისინი შედიოდნენ 108-ე ქვეით დივიზიის შემადგენლობაში. 1987-1989 წლებში აუშევი დაღესტნის სამხედრო ოლქის ქვეითი ბატალიონის მეთაურია.
პოლიტიკური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის მარტში რუსლან აუშევი აირჩიეს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატად 102-ე ტერიტორიულ ოლქში (პრიმორიეს მხარეში). ამავე წელს დაინიშნა ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილედ, შემდეგ კი საბრძოლო მომზადების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილედ. 1989 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების რიგით მე-4 შეკრებაზე რუსლან აუშევი შედიოდა დეპუტატთა ჯგუფში „სამშობლო“, რომელიც შედგებოდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-დეპუტაციისგან. 1991 წლის აგვისტოში რუსლან აუშევი გახდა გენერალ-მაიორი.[2]
1992 წელს ინტერნაციონალისტი მეომრების კონფერენციის გადაწყვეტილებით შეიქმნა აუშევის მეთაურობის ქვეშ მყოფი ვეტერანი ჯარისკაცების კომიტეტი. აღნიშნული კომიტეტი მოიცავს ვეტერანთა საზოგადეობრივ ორგანიზაციებს. ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ოფიციალურად ორ რესპუბლიკად დაშლის შემდეგ, ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის შედეგად, 1992 წლის 10 ნოემბერს რუსლან აუშევი დაინიშნა ინგუშეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. 1992 წლის 19 დეკემბერს რუსლან აუშევი თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ რაც ვერ შეძლო ინგუში ლტოლვილების დაბრუნება ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას მიკუთვნებულ მხარეში.
1992 წლის 12 ნოემბერს რუსლან აუშევის ბრძანებით აიკრძალა ინგუშეთის სახალხო საბჭოს ფუნქციონირება, ასევე მოითხოვდა ინგუშეთის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების ბექსულტან სეინაროევისა და ბემბულატ ბოგატირევის გასამართლებას.
1993 წლის 15 იანვარს ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც იბრძოდა აუშევის ადმინისტრაციის ხელმძღვანლად დაბრუნებისთვის, გადაწყვიტა მისი კანდიდატურა წარედგინა ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1993 წლის 28 თებერვალს არჩევნების პირველ ტურში რუსლან აუშევი უალტერნატივო არჩევნების საფუძველზე გახდა ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
1997 წლის მარტიდან ჩეჩნეთის პრობლემებზე მომუშავე ფედერალური კომიის წევრია. 1993 წლის 20 მარტს რუსლან აუშევი ხელს აწერს კისლოვოდსკის შეთანხმებას: „შეთანხმება ინგუშეთის რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიებზე მყოფი ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემის კომპლექსური გადაწყვეტის შესახებ“.
1993 წლის 7 დეკემბერს ნალჩიკში შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს განცხადება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის ტერიტორიებისა და რეგიონების ლიდერების მხრიდან, რომლეშიც ნათქვამია: „უარი რუსეთის საზღვრებს შორის არსებული საზღვრების შეცვლაზე, რუსეთის ფედერაციის კონკრეტული სუბიექტების თანხმობის გარეშე“. ამრიგად, ინგუშეთის ხელახლა შექმნილი რესპუბლიკა კარგავს საკუთარი ტერიტორიების აღდგენის შესაძლებლობას, რუსეთის „რეპრესირებული ერების რეაბილიტაციის“ კანონის შესაბამისად.
1994 წლის 28 აგვისტოს რუსლან აუშევმა ხელი მოაწერა კანონს „ინგუშეთის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ“. 1994 წლის 11 დეკემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში საჯარისო დანაყოფები შეიყვანეს, ინგუშეთის გავლით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.
1995 წლის 11 ივლისს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიასა და ინგუშეთის რესპუბლიკებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულების განხორციელების შესახებ, ჩრდილოეთ ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტის აღმოფხვრის შესახებ. ინგუშეთის რესპუბლიკა რუსლან აუშევის ხელმძღვანელობით უარს ამბობს სადავო ტერიტორიებზე. შეთანხმებას ხელი მოეწერა ქალაქ ვლადიკავკაზში. 1995 წლის 28 დეკემბერს მიიღეს ფედერალური კანონი (№ 217-ФЗ) „ინგუშეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მშენებლობის შესახებ“.
1997 წლის 3 აპრილს ინგუშეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო დადგენილება „რესპუბლიკა ინგუშეთის დედაქალაქად მაგასის დასახელების“ შესახებ.
1998 წლის 1 მარტს ინგუშეთის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, რომელზეც რუსლან აუშევმა მიიღო ამომრჩეველთა ხმების 66,5 %, ხოლო მისმა კონკურენტმა რუსეთის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა ისა კოსტოევმა მიიღო ხმების 15 %.
2001 წლის 28 დეკემბერს რუსლან აუშევი გადადგა ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან.
2002 წლის 10 იანვარს ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით რუსლან აუშევი დაინიშნა ინგუშეთის მთავრობის წარმომადგენლად ფედერაციის საბჭოში. ის შევიდა თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის შემადგენლობაში. 2002 წლის 23 აპრილს რუსლან აუშევმა სურვილი გამოთქვა გამოსულიყო ფედერაციის საბჭოს შემადგენლობიდან პროტესტის ნიშნად რუსეთის პარლამენტის უმაღლესი საბჭოს უმოქმედობის და სამხრეთი ფედერალური ოლქის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული დარღვევების გამო. 2002 წლის 15 მაისს კი აუშევის მოვალეობები ფედერაციის საბჭოს შემადგენლობაში ვადამდე ადრე ოფიციალურად შეწყდა.[3]
ბესლანის ტერაქტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბესლანში ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევი ჩავიდა და თავისი ინიციატივით მოსალაპარაკებლად შევიდა. თავდამსხმელებს გადაღებული აქვთ აუშევისა და სკოლის მძევალი დირექტორის შეხვედრაც, რომელიც 2 სექტემბრის 16:16 საათზეა გადაღებული.[4]
აუშევმა ამ ინფორმაციასთან ერთად სკოლიდან 24 ადამიანი გამოიყვანა.[5] ეს იყო პირველი შედეგიანი მოლაპარაკება 2 დღის განმავლობაში. რუსლან აუშევი 15 წლის შემდეგ იხენებს:
აუშევს თავდამსხმელებმა გადასცეს შამილ ბასაევის წერილი და მოთხოვნები, რომლის გამოც ტერაქტი დაიგეგმა.[2]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეუღლე — აზა აუშევი. შვილები: ლეილა, ლემა, ალი და უმარ აუშევები.[6][7]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Руслан Аушев. Герой СССР и РФ. Полная и краткая биография. Интервью(видео).
- Герои и личности среди Ингушей.
- Деятели Кавказа. Персоналии
- Материалы ИА «Башинформ»
- Трансляция программы Народ против в MP3, выступал первый президент Республики Ингушетия Руслан Аушев.დაარქივებული 2007-11-10 საიტზე Wayback Machine.
- Сайт, посвящённый первому президенту Республики Ингушетия, борцу за мир на Северном Кавказе и в Чечне
- Бесланская комиссия занялась спецназом. И допросила Руслана Аушева
- Сообщество, посвящённое Руслану Аушеву
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Аушев, Руслан — Бывший президент Республики Ингушетия
- ↑ 2.0 2.1 Аушев Руслан Султанович
- ↑ Совет Федерации лишил Руслана Аушева звания сенатора
- ↑ Доклад комиссии Федерального собрания РФ (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-25. ციტირების თარიღი: 2012-05-25.
- ↑ Бывшие заложники Махар и Алена: "Сначала нас родила мама, а потом - Света". Известия (2007-08-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-26. ციტირების თარიღი: 2017-12-26.
- ↑ Руслан Султанович Аушев. Биографическая справка / РИА Новости, 29.10.2009
- ↑ Мы по-другому выражаем свою любовь / Коммерсант.ru, 18.05.1997