ხორნაბუჯის ხალხთა მეგობრობის მუზეუმი
იერსახე
ხორნაბუჯის ხალხთა მეგობრობის მუზეუმი — ისტორიული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ხორნაბუჯში. მუზეუმი დაარსდა 1985 წელს. განთავსებულია ერთსართულიან რუსული სტილის სახლში, რომელიც ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცრის გ. ნეჩველოდოვის საკუთრება იყო. იგი დრაგუნთა პოლკთან ერთად ჩამოსულა მაშინდელ წითელწყაროში და აქ დასახლებულა. სახლი მორებით, ლურსმნის გამოყენების გარეშეა აგებული. შედგება ოთხი ოთახისაგან, რომლებშც დაცულია ნეჩველოდოვების პირადი ნივთები, ეთნოგრაფიული და სხვადასხვა დოკუმენტური მასალა. სახლი ქართველ და რუს მოღვაწეთა თავშეყრის ადგილი იყო. სხავადასხვა დროს გ. ნეჩველოდოვს სტუმრობდნენ რუსი პოეტები ალექსანდრე პუშკინი და მიხეილ ლერმონტოვი. 1858 წელს აქ შეჩერებულა ფრანგი მწერალი და მოგზაური ალექსანდრე დიუმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 325.