ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი — ისტორიული ძეგლი მდებარეობს სოფელ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის ფიროსმაანთ უბანში.
დაარსდა 1960 წელს მხატვრის მიერ 1898 წელს აშენებული სახლის ბაზაზე. კომპლექსში შედის: საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები, 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი, რომელშიც ექსპონირებულია მხატვრის ორგანული ტილოებით („გარმონზე დამკვრელი ქალი“, „ქალი სააღდგომო კვერცხებით“, „შოთა რუსთაველი“). მუზეუმში დაცულია 9000-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ფიროსმანის 1890 წელს შევსებული პირადი საქმე, რომელიც ნათელს ჰფენს ფიროსმანის ბიოგრაფიას: პაბლო პიკასოს ლითოგრაფია „ფიროსმანაშვილის პორტრეტი“. ასევე მუზეუმში ინახება XX საუკუნის ქართველ მხატვართა ნამუშევრები XX საუკუნის ქიზიყური ყოფის ამსახველი ექსპონატები, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, სამუშაო იარაღები და სხვაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 298.