ხმალკბილა (პერსონაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხმალკბილა

ხმალკბილა, როგორცაა გამოსახული იქს-ადამიანების (ნაწ. 2; #162) გარეკანზე. სალვადორ ლაროკას ნამუშევარი.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა Iron Fist #14 (1977 წლის აგვისტო)
ავტორ(ებ)ი კრის კლერმონი, ჯონ ბირნი
დახასიათება
ალტერ ეგო ვიქტორ კრიდი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
მოკავშირეები იქს-ადამიანები
ბოროტი მუტანტების საძმო
გუნდი იქსი
იქს-ფაქტორი
იქს-იარაღი
დამრბევები
შესაძლებლობა სწრაფად განკურნების უნარი,
ზეადამიანური მგრძნობელობა, ფიზიკური ძალა, სასიცოცხლო ენერგია, სიმარდე, სიმტკიცე, რეფლექსები,
იმუნიტეტი ტელეპათიური იერიშის მიმართ,
ბასრი ბრჭყალები და ეშვები.

ხმალკბილა (ინგ. Sabretooth) ვიქტორ კრიდი - გამოგონილი პერსონაჟი, Marvel Comics-ის სუპერბოროტმოქმედი. შექმნილია მწერალი კრის კლერმონისა და ილუსტრატორი ჯონ ბირნის მიერ. პირველად გამოჩნდა რკინის მუშტის მე-14 ნომერში (1977 წლის აგვისტო). მუტანტი ხმალკბილა ფლობს ზეადამიანურ მხეცურ შესაძლებლობებს, სწრაფად განკურნების უნარს, ბასრ ეშვებსა და ბრჭყალებს, ზეადამიანურ მგრძნობელობას. იგი სასტიკი მკვლელია, რომელმაც ანგარების მოტივითა და პირადი სიამოვნების საფუძველზე უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. სამურავი მისი დიდი ხნის მეტოქეა. ორთავე ცივი ომის ზეჯარისკაცის შემქმნელი პროგრამის, ე.წ. იქს-იარაღის მსხვერპლია. სამურავისგან განსხვავებით, რომელიც ცხოველური ბუნების დაფარვას ცდილობს, ხმალკბილა ყოველ წამს ამჟღავნებს მას. იგი მრავალჯერ გამოჩნდა იქს-ადამიანების ანიმაციურ სერიებსა და ვიდეო თამაშებში. მსახიობი ტაილერ მეინი ანსახიერებს პერსონაჟს 2000 წლის სრულმეტრაჟიან ფილმში ’იქს-ადამიანები’, სადაც ხმალკბილა მაგნეტოს ერთ-ერთი მსახურია. პერსონაჟი 2009 წელს გამოჩნდა ფილმში იქს-ადამიანების წარმოშობა: სამურავი (ამ ფილმში იგი სამურავის ძმაა), ამჯერად მას ლივ შრაიბერი ანსახიერებს.

2008 წლის მაისში, ჟურნალი Wizard-ის კომიქსების ყველა დროის 200 საუკეთესო პერსონაჟს შორის ხმალკბილამ 193-ე ადგილი დაიკავა. 2009 წელს იგი IGN-ს ყველა დროის 44-ე საუკეთესო კომიქსის სუპერბოროტმოქმედად დასახელდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]