ხვამლი
ხვამლი | |
---|---|
ხვამლის მასივი, ხედი ქუთაისიდან ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
კოორდინატები: 42°30′03″ ჩ. გ. 42°42′48″ ა. გ. / 42.50083° ჩ. გ. 42.71333° ა. გ. | |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2002 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ხვამლი, იგივე ხომლი — კირქვული მასივი საქართველოში, ლეჩხუმში, რეგიონის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2002 მ. ორმაგი კუესტაა. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. ორივე კუესტის ჩრდილოეთი დაფერდება დაცხრილულია მრავალი კარსტული ძაბრით. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი (შესასვლელი წიფლის ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.
ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი და „ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან:
საინტერესოა დავით ულუსა და ნარინის დროის მემატიანის ცნობა:
ხვამლი როგორც ანტიკურ-მითოლოგიური ადგილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი, იგივე ხომლი, მიიჩნევა ბერძნული მითური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. ხვამლი არის მთა, რომელზედაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ. XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი, რომელიც ბერძნულ ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით ეძებდა არგონავტების, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილებს. როგორც შემდგომ მკვლევარი თავის მოგონებებში წერს, იგი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ ეს ლეგენდა და მათ ყველაზე მეტად უხაროდათ როცა მტაცებელ სვავს მოინადირებდენენ, რომელიც ლეგენდის თანახმად პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა.
ხომლის მთა აგრეთვე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ფრანგ მწერალ-ფანტასტ ჟიულ ვერნს თავის სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი”:
2020 წლის 23 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 474.
- „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 385-386.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26504