თეკენთერის ჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თეკენთერის ჭა — კარსტული ჭა საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხვამლის კირქვულ მასივზე, ზღვის დონიდან 1620 მ სიმაღლეზე, ადგილ თეკენთერთან. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. ჭა 16 მ სიღრმისაა. უფრო ღრმად ვრცელდება ნახევრად წყლით ამოვსებული ჰორიზონტალური გვირაბი. ჰავა სტატიურია. გვირაბში დაგუბებული წყლის სიღრმე 3-4 მ-ია. ფსკერზე გამდინარე ცივი და ანკარა წყალი გამოიყენება სასმელად. თეკენთერის ჭაში ჩასვლა შესაძლებელია მხოლოდ წიფლის ხის ფუღუროში შესვლით. ჭა წიფლის გაგრძელებაა ქვემოთკენ, წიფლის ფესვები ჭის კედლებშია გადგმული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.