შინაარსზე გადასვლა

ციცინო ციციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციცინო ციციშვილი
დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1936
საქმიანობა კინომსახიობი, ქიმიკოსი

ციცინო ციციშვილი (დ. 30 აგვისტო, 1936) — ქართველი კინომსახიობი, ქიმიკოსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1959 წელს. კინორეჟისორმა თენგიზ აბულაძემ მიიწვია მთავარ როლზე ფილმში „სხვისი შვილები“. წარმატებულ დებიუტს მოჰყვა ერთ-ერთი მთავარი როლი კინონოველაში „თავადის ქალი მაია“ („ერთი ცის ქვეშ“, ლ. ღოღობერიძე, 1961). შეასრულა პატარა როლი ფილმში „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (მ. კოკოჩაშვილი, 1981).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]