შინაარსზე გადასვლა

ციცინო ციციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციცინო ციციშვილი
დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1936
საქმიანობა კინომსახიობი, ქიმიკოსი

ციცინო ციციშვილი (დ. 30 აგვისტო, 1936) — ქართველი კინომსახიობი, ქიმიკოსი. მხატვარ ზურაბ ნიჟარაძის მეუღლე, მსახიობის და მხატვრის ანა ნიჟარაძის დედა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1959 წელს. კინორეჟისორმა თენგიზ აბულაძემ მიიწვია მთავარ როლზე ფილმში „სხვისი შვილები“. წარმატებულ დებიუტს მოჰყვა ერთ-ერთი მთავარი როლი კინონოველაში „თავადის ქალი მაია“ („ერთი ცის ქვეშ“, ლ. ღოღობერიძე, 1961). შეასრულა პატარა როლი ფილმში „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (მ. კოკოჩაშვილი, 1981).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]