ცის მექანიკა
ცის მექანიკა — ასტრონომიის დარგი, რომელიც შეისწავლის მზის სისტემის სხეულების მოძრაობას გრავიტაციულ ველში. ზოგიერთი საკიტხის შესწავლისას (მაგ. კომეტების კვლევისას) ხანდახან საჭირო ხდება არაგრავიტაციული ძალების (რეაქტიული ძალები, გარემოს წინააღმდეგობა და სხვა) გათვალისწინება. ცის მექნიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ასტრო დიამიკა. ცის მექნიკა შეისწავლის გრავიტაციულ ველში ციური სხეულების გადაადგილების ზოგად საკითხებს, კონკრეტულად ბუნებრივი და ხელოვნური სხეულების მოძრაობის მათემატიკურ თეორიას, ფუნდამენტური ასტრონომიური მუდმივების განსაზღვრის საკითხებს თეორიულ გამოკვლევების ასტრონომიულ დაკვირვებებთან შედარების საფუძველზე, ამუშავებს ასტრონომიული ეფემერიდების (ასტრონომიული წელიწდეულების) შედგენის საკითხს, რომლების შეიცავენ ცის მექნიკის (ასევე ასტრომერიის, ვარსკვლავთა ასტრომერიის, გეოდეზიისა და სხვა) თეორიული გამოკვლევის შედეგებს და დროის ყოველ მომენტისათვის აფიქსირებენ სივრცე-დროის ათვლის ფუნდამენტურ სისტემას.
სხეულის მოძრაობის განსაზღვრა ნიუტონისებურ გრავიტაციულ ველში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგრეთ წოდებული „მრავალი სეხეულის“ ამოცანა-ცის მექნიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. იგი დაკავშირებულიასაკმარესად რთულ არაწრფივ ჩვეულებრივ დიფერენციულ განტოლებათა სისტემის ამოხსნასთან, რომლის მათემატიკური ზოგად შემთხვევაში არ არის გადალახული. სრულად არის ამოხსნილი მხოლოდ 2 სხეულის ამოცანა, რომლისთვისაც მოძრაობის დიფერენციულ განტოლებათა ინტეგრაცია მოხერხდა კვადრატურებში. ამ შემთხვევაში მოძრაობა იწარმოება კეპლერის კანონების თანახმად. აგებულია სამი სხეულლის ამოცანის ზოგადი ამონახსნი უსასრულო მწკრივების სახით, ეს მწკვრივები იმ დენად რთული და ნელა კრებადია, რომ მათი გამოყენება ძალიან ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ამოცანის ზოგიერთი სპეციალური საწყისიპირობებისთვის მოხერხდა შედაარებით მარტივი ამოცანების შედენა. ცის მექნიკაში დამუშავებულია დაკვირვების საფუძველზე მზის სიტემის სხეულთა ორბიტების განსაზღვრის მეთოდები და მზის მოძრაობის დიფერენცია, განტოლებათა ამონახსნებში შემავალი საინტეგრაციო მუდმივების განსაზღვრის საკითხები. დიდი ცთომილების შეშფოთებული მოძრაობის დიფერენცია, განტოლებები ამოიხსნება ანალიზური მეთოდებით (მწკრივების საშუალებით) და რიცხვითი ინტეგრირებით, ანალოგიური გზით სწავლობენ მათი თანამგზავრების მოძრაობებს. მახლობელ თანამგზავრებზე დიდ შემაშფოთებელ გავლენას ახდენს ცთომილების ფორმის გადახრა სფერულისაკენ და ამას ცხადია, მხედველობაში იღებენ თანამედროვე ასტრონომები.
ცთომილებებისა და კომეტების მოძრაობების შესწავლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მცირე ცთომილებებისა და კომეტების მოძრაობების შესასწავლად აქტიურად გამოიყენება რიცხვითი ინტეგრირების მეთოდები, რადგან მათი ორბიტების ექსცენტრისიტეტები და დახრები საერთოდ არაა პატარა სიდიდეები, რაც აუცილებელია ანალიზური მეტოდების გამოსაყენებლად. ცის მექანიკაში კარგადაა დამუშავებული ასალიზური თეორიები დიდი ცთომილების, მათი თანამგზავრების და ზოგიერთი ასტეროიდის მოძრაობის შესასწავლად.
მზის სისტემის მდგრადობის კანონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცის მექნიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა მზის სისტემის მდგრადობის საკითხი. ანდრეი კოლმოგოროვმა და ვ. არნოლდმა თავიანთ მიერ აღმოჩენილი ახალი მეთოდების საფუძველზე დაამტკიცეს: 3 ან მეტი სხეულის ამოცანებში (კერძოდ ჩვენი მზის სისტემისვის), როცა მხედველობაში მიიღება მხოლოდ ურთიერთმიზიდულობის ნიუტონისებური ძალები, დიდი ნახევარღერძების ცვლილებებს ერთად ახლო ალბათობით აქვს რხევითი და არა საუკუნისებრივი ხასიათი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 225–226.
|