რადიოფიზიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რადიოფიზიკა (თანამედროვე სტილით - „რადიო ფიზიკა“[1]) — ფიზიკის დარგი, რომელიც ფოკუსირებულია თეორიულ და ექსპერიმენტალურ სწავლებასთან რადიაციის სახეების შესახებ. მოცემულ რადიაციულ სახეებში შედის რადიაციის გამოსხივება, გავრცელება და ურთიერთქმედებას. ტერმინი გამოიყენება შემდეგი ძირითადი მნიშვნელობებით:

რადიოფიზიკის ძირითადი სფეროებია:რადიოკომუნიკაცია, რადილოკაცია, რადიოასტრონომია და რადიოლოგია.

რადიოფიზიკის ქვედარგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიკური რადიოფიზიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიკური რადიოფიზიკის კვლევები ტარდება შემდეგ სხფეროებში:

კვანტური რადიოფიზიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვანტური რადიოფიზიკა შეისწავლის ნივთიერებების ტალღის თვისებებს, მათი კვანტური თვისებების გათვალისწინებით. ამ ქვედარგში შესაძლებელია რამდენიმე სფეროს გამოყოფა:

სტატისტიკური რადიოფიზიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ სექციაში დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი განცხადებები არსებობს, რომლებიც კავშირშია რეალურ გარემოში სიგნალის გადაცემასთან. კვლევის სფეროებია:

კვლევის ძირითადი მიმართლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რხევით სისტემებსა და უწყვეტ გარემოში (ანუ განაწილებუილი პარამეტრების მქონდე გარემოში) ელექტრული რხევების თეორიული და ექსპერიმენტალური კვლევა. ეს გამოკვლევები საფუძლად უდევს ჰერცი-დან 11 ჰერცამდე სიხშირის რხევების გენერირების, გაძლიერებისა და მიღების ახალი მეთოდების დამუშავებას.
  2. ელექტრული რხევებისა და რადიომაგნიტური ტალღების ურთიერთქმედება დენის მატარებელ ნაწილაკებთან ვაკუუმში, აირებსა და მყარ სხეუებში. ვაკუუმში ელექტრული ნაკადისა და იონიზებული აირის ელექტრომაგნიტურ ველებთან ურთიერთქმედების შესწავლამ შესაძლებელი გახადა როგორც ელექტრონული მილაკების, ასევე ზემაღალი სიხშირის ხელსაწყოების შექმნა და სრულყოფა. მყარ სხეულებში ელექტრონულ პროცესებზე ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესწავლის შედეგად შეიქმნა მრავალი ხელსაწყო (მაგალითად:ნახევრადგამტარიანი დიოდი, ტრანზისტორი და სხვა).
  3. რადიოტალღების გამოსხივება და გავრცელება.

სხვადასხვა ტიპის ანტენების თეორიული და ექსპერიმენტალური გამოკვლევები, ანტენების ელექტროდინამიკური გამოთვლები, აგრეთვე რადიოტალღების გავრცელების გამოკვლევა სხვადასხვა მიმმართველ (რადიოტალღასატარი, ფიდერი) და მაყოვნებელ სისტემებში დიდ როლს თამაშობს რადიოკავშირის გადამცემ და მიმღებ მოწყობილობათა შექმნაში. რადიოფიზიკას დედამიწის ზედაპირთან რადიოტალღების გავრცელების შესწავლის გამო კავშირი აქვს გეოფიზიკასთან.

რადიოფიზიკის განვითარებას თან სდევს ახალი მოვლენების აღმოჩენა, რომლებიც შემდგომში ახალი მიმართულებების საფუძვლებს წარმოადგენენ(მაგალითად კვანტური ელექტრონიკა). განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რადიოფიზიკის ოპტიკაში გამოყენებას(მაგალითად არაწრფივ ოპტიკაში).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Official web-page of the "Radio Physics Solutions" company founded recently in United Kingdom
  2. "Radiophysics" article in Medcyclopaedia (archived from the original), online version of the Encyclopaedia of Medical Imaging