ატმოსფეროს ფიზიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ატმოსფეროს ფიზიკაგეოფიზკის დარგი. შეისწავლის ატმოსფერულ მოვლენებსა და პროცესებს, იკვლევს მათს ფიზიკურ მხარეს განვითარების წარმმართველ კანონებს. ატმოსფეროს ფიზიკური მდგომარეობა მუდამ ცვალებადია შინაგანი პროცესებისა და ატმოსფეროს დედამიწის ზედაპირთან ურთიერთზემოქმედების გამო. იცვლება წნევა, ტემპერატურა, სიმკვრივე და ტენიანობა, დედამიწის მიმართ ჰაერის მოძრაობის მახასიათებლები.

ატმოსფეროს ფიზიკის კვლევათა შედეგები წარმოადგენს მოსაზღვრე მეცნიერებების — აეროლოგიის, სინოპტოლოგიის, მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის განვითარების საფუძველს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]