ცენტრალური ოლქი (ბოტსვანა)
ოლქი | |
---|---|
ცენტრალური ოლქი ინგლ. Central District ტსვანას ენა-Kgaolo ya Legare | |
ქვეყანა | ბოტსვანა |
ადმ. ცენტრი | Serowe |
კოორდინატები | 22°00′00″ ს. გ. 26°00′00″ ა. გ. / 22.00000° ს. გ. 26.00000° ა. გ. |
ფართობი | 147 730 კმ² |
მოსახლეობა | 638 604 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 4,32 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] |
ცენტრალური ოლქი (ინგლ. Central District, ტსვანას ენა-Kgaolo ya Legare) — ოლქი ბოტსვანაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სეროვე (en:Serowe). 2011 წლის აღწერის მიხედვით ოლქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 638 604 ადამიანს[1].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლქის ჩრდილოეთით მდებარეობს ქვეყანაში ყველაზე უფრო დიდი მლაშობ ნიადაგიანი ქვაბული — მაკგადიკგადი, ასევე ორი უფრო მცირე: ნტვენტე და სოვა, და ტბა ცკაუ. ყველაზე დიდი მდინარეები: ლიმპოპო, შაშე, მოტლოუცე, ნატა, ბოტეტი.
მეზობელი ადმინისტრაციული ერთეულები:
- ჩრდილო-დასავლეთის ოლქი — ჩრდილო-დასავლეთით
- სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლქი; სამხრეთი მატაბელელენდი (ზიმბაბვე) — ჩრდილო-აღმოსავლეთით
- კგატლენგი — სამხრეთით
- კვენენგი — სამხლეთ-დასავლეთით
- ლიმპოპო (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ-აღმოსავლეთით
- განზი — დასავლეთით
დასახლებული პუნქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სეროვე (ინგლ. Serowe), 50 000 ადამიანი
- პალაპიე (ინგლ. Palapye), 30 300 ადამიანი
- სელები-ფიკვე (ინგლ. Selebi-Phikwe), 49 000 ადამიანი
- მაჰალაპიე (ინგლ. Mahalapye), 42 000 ადამიანი
- ორაპა (ინგლ. Orapa), 10 000 ადამიანი
- ტუტუმე (ინგლ. Tutume), 13 000 ადამიანი
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით ოლქი დაყოფილია 8 სუბოლქად:
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამთომომპოვებელი წარმოება — ცენტრალური ოლქის ეკონომიკის წამყვანი დარგია. მთავარი მინერალური რესურსებია: ქვანახშირი, სპილენძის, ნიკელის, კობალტის და ოქროს საბადოები, ალმასები. ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში გადის რკინიგზა ფრანსისთაუნიდან მოჩუდიში. სელები-ფიკვეში მდებარეობს აეროპორტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jan Petter, Huberth Hansen and Arvid Lillethun, Resource utilization in the Central District CFDA, Botswana: with special reference to arable farming systems and conflicts in resource management — livestock versus wildlife
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The population of Botswana. City Population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-22. ციტირების თარიღი: 2014-08-22.