შინაარსზე გადასვლა

შვედური კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შვედური კულტურა — ხასიათდება ლუთერანიზმით, მუშათა გაერთიანებით და თვითრწმენით. ეს ის ასპექტებია, რომლებიც გამოხატავენ შვედურ მენტალიტეტს. შვედეთში მონობა ოფიციალურად XIV საუკუნის შუა პერიოდამდე არ გაუქმებულა, თუმცა ბატონყმობა შუა საუკუნეებში ფაქტობრივად არ არსებობდა. გლეხი მიწისმფლობელები მოსახლეობის 40%-ს შეადგენდა და ოთხი წოდებიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა (თავადაზნაურები, სასულიერო პირები, ქალაქის მაცხოვრებლები ანუ ბურგერები და გლეხები).

უცხო კულტურის გავლენა შვედეთზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეებში შვედეთის კულტურაზე უდიდესი გვალენა იქონია დანიამ, ნორვეგიამ და ინგლისმა, გერმანიამ შუა საუკუნეების გვიან პერიოდში, არაშვედური არისტოკატიის მასობრივმა შემოსვლამ ქვეყანაში XVII საუკუნეში, საფრანგეთმა XVIII საუკუნეში, კვლავ გერმანიამ XVIII საუკუნის შუა წლებიდან და XX საუკუნეში, და ინგლისურენოვანმა სამყარომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.

შვედეთი დაყოფილია 25 პროვინციად, რომელთაც ისტორიის მანძილზე ნაკლები ურთიერთკავშირი ჰქონდათ. შედეგად, თითოეულ მათგანს საკუთრივ თავისი კულტურა გააჩნია. პროვინციებმა დიდი ხნის წინ დაკარგეს ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულის სტატუსი. მათ გააჩნიათ საკუთარი ისტორია, განსხვავებული ბუნება. ზოგიერთ პროვინციას გააჩნდა საკუთარი კანონები და კონსტიტუცია. ზოგი დამოუკიდებელი ან სხვა ქვეყნის ნაწილი იყო, უმეტესად დანიის ან ნორვეგიის. რეგიონებს აქვთ ჩრდილო გერმანიკულ ენათა ჯგუფის სხვადასხვა ადგილობრივი დიალექტები. ზოგ პროვინციაში ცხოვრობენ მცირე ეთნიკური ჯგუფები.

ტრადიციული შვედური კერძები ძალიან პრაქტიკულია. ტიპური კერძი შეიცავს მოხარშულ კარტოფილს, ხორცს ან თევზს, წვნიანს და ბოსტნეულს. ისტორიულად თევზი ქვეყნის სამზარეულოში ძალიან მნიშვნელოვანია. შვედები მსოფლიოში ერთ-ერთი იმ ერთაგანია, რომელიც დიდი რაოდენობით ყავას მოიხმარს. სიდრი, ლუდი, რძე, წვენი ან წყალი ტიპური შვედური სადილის აუცილებელი ატრიბუტებია. შვედური სიდრი, ხილის მეტი გამოყენების გამო, უფრო ტკბილია სხვა ქვეყნების სიდრთან შედარებით. ხოლო ალკოჰოლის მოხმარება სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია ალკოჰოლურ სასმელებზე სახელმწიფო მონოპოლიის არსებობის გამო.

შვედური კინო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოინდუსტრიაა მსოფლიოში. მუნჯი კინოს ორმა ნიჭიერმა მსახიობმა მაურიც სტილერმა და ვიქტორ ჰოსტრომმა შვედურ სარეჟისორო სკოლას საერთაშორისო ყურადღება მოაპოვებინეს სამყაროს პრაქტიკული ხედვის და ნიჭის წყალობით.

ინგმარ ბერგმანი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რეჟისორადაა მიჩნეული. ის გასული საუკუნის 50-იანი წლების კინოსამყაროს მნიშვნელოვანი ფიგურაა თავისი ეგზისტენციალური ფილმით „მეშვიდე ბეჭედი“. ინგმარ ბერგმანის შემოქმედებიდან განსაკუთრებით ორმა ფილმმა, „პერსონა“ და „ჩურჩული და კივილი“, აღტაცებაში მოიყვანა კინოკრიტიკოსები და შვეთედი მოიხსენიება, როგორც პროგრესული კინოკულტურის მქონე ქვეყანა. ნატურალისტი იან ტროელი და ბო უინდერბერგი ბერგმანის გზის გამგრძელებლები არიან, როგორც ქვეყნის მოწინავე თვალსაჩინო ხელოვანები.

ცნობილი შვედი მსახიობები არიან: ინგრიდ ბერგმანი, გრეტა გარბო, მაქს ფონ სიდოუ, ლენა ოლინი.

სიმღერა შვედეთში ძალიან პოპულარულია. 9 მილიონი მოსახლიდან 600 000 სხვადასხვა სახის ჯგუფში ან გუნდში მღერის. მსოფლიოს წამყვანი კომპოზიტორები იორგენ ელოფსონი და მაქს მარტინი შვედეთში ცხოვრობენ. პოპ მუსიკაში ჯგუფმა ABBA პოპულარული გახადა შვედური მუსიკა 1970-1980-იან წლებში. მოგვიანებით, 1990-იანი წლების აშშ-ში, პოპულარობა მოიპოვა ჯგუფმა Roxette. Ace of Base და The Cardigans აგრეთვე შვედური ჯგუფებია, რომლებმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვეს.

რაოდენობის მიხედვით, შვედეთი მეხუთე ადგილზეა როგორც ნობელის პრემიის ლაურეატების მფლობელი ქვეყანა ლიტარატურის დარგში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვედი მწერალია ასტრიდ ლინდგრენი.

ტრადიციული შვედური ტანისამოსი

მე-13 საუკუნემდე შვედეთში უმეტესი შენობები აგურისგან იგებოდა. ამ პერიოდიდან იწყება აგურის ქვით შეცვლა. ადრეული ქვის შენობებს მიეკუთვნება რომანული ეკლესიები შვედურ სოფლებში. ბევრი მათგანი აგებულია სკოანას პროვინციაში და სტილისტურად დანიურ ეკლესიებს წააგავს.

საკათედრო ტაძრები ისტორიულად ეპისკოპოსების რეზიდენციებს წარმოადგენდა. მე-14 საუკუნის სკარას კათედრალი აგურითაა ნაშენები. 1230 წელს საძირკველი ჩაეყარა ლინკოფინგის საკათედრო ტაძრის მშენებლობას, ის აგებულია კირქვით. მშენებლობამ 250 წელი გასტანა.

1520-იან წლებში შვედეთმა განიმტკიცა დამოუკიდებლობა მეფე გუსტავ ვაზას ხელმძღვანელობით. მეფის ინიციატივით წამოიწყეს აღმშენებლობის პროგრამა, ააშენეს ახალი სასახლეები და ციხესიმაგრეები. რაც წარმოადგენდა როგორც დაცვით შენობებს, ასევე ახალი მონარქიის სიმბოლოს.

შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში შვედეთის არქიტექტურა გადაიხარა ბაროკოსა და როკოკოს სტილისკენ. ქალაქ კარლსკრონაში ყველაზე ღირსშესანიშნავი შენობა მიჩნეულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. დროტნინგომისა და სტოკჰოლმის სასახლეები დღემდე რჩება შვედეთის მონარქის ოფიციალურ რეზიდენციად.

თანამდეროვე ტანსაცმელი შვედეთში ძალიან პოპულარულია, ხოლო ტრადიციული სამოსით შვედები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იმოსებიან.

მოდის ინდუსტრიაში ქვეყანამ დიდი ცვლილებები განიცადა ბოლო პერიოდში. აქ არის ისეთი ბრენდების სათავო ოფისები, როგორებიცაა Hennes & Mauritz (H&M), J. Lindeberg (JL), Gina Tricot, Tiger of Sweden, Acne Jeans, და Filippa K. ეს კომპანიები იმპორტს ეწევიან მთელს ევროპასა და ამერიკაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]