ურარტუს მეფეების სია
იერსახე
სიაში წარმოდგენილია ურარტუს მეფეები. ურარტუს სამეფო არსებობდა ძვ. წ. I ათასწლეულის განმავლობაში. იმასთან დაკავშირებით, რომ ურარტუს ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ასურეთის იმპერიის ისტორიასთან, სიაში ასევე წარმოდგენილია ურარტუს მმართველთა თანამედროვე ასურეთის მეფეებიც.
ურარტუს მეფეების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეფის სახელი | სახელის ვარიანტები | მამის სახელი | მმართველობის წლები (ძვ. წ.) | შენიშვნა | ასურეთის მმართველები აღნიშნულ პერიოდში და მათი მმართველობის წლები |
---|---|---|---|---|---|
არამე | არამუ, არამი | ძვ. წ. 859 —844 | გაერთიანებული ურარტუს პირველი მეფე, მოიხსენიება წარწერებში. | ასურნასირფალ II (ძვ. წ. 883 — 859) | |
სალმანასარ III (ძვ. წ. 858 — 824) | |||||
სარდური I | სიდური I, სედური I | ლუთიფრი | ძვ. წ. 844 — 828 | ურარტუს მეფეთა დინასტიის სავარაუდო დამფუძნებელი, დააარსა დედაქალაქი ტუშფა. | |
იშფუინი | სარდური I | ძვ. წ. 828 — 810 | ურარტუს მმართველი ქვეყნის აყვავების დასაწყისში. წინაარმდეგობას უწევდა ასურელებს მუსასირში. შემოიტანა სოლისებრი დამწერლობა ურარტუულ ენაში. | ||
შამშიადად V (ძვ. წ. 823 — 811) | |||||
ადად-ნირარი III (ძვ. წ. 810 — 805) | |||||
მენუა | მინუა | იშვუინი | 810 — 786 | გააფართოვა ურარტუს საზღვრები. მის დროს განვითარდა ეკონომიკა, აშენდა მრავალი სარწყავი არხი და გზა. | |
შამურამატი (ძვ. წ. 805 — 783) | |||||
არგიშთი I | მენუა | ძვ. წ. 786 — 764 | ურარტუმ არგიშთი I დროს მიაღწია ძლიერების ზენიტს. მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქვეყნის საზღვრები დასავლეთით. ამიერკავკასიაში დააარსა ურარტუული დასახლება ერებუნი. | ||
სალმანასარ IV (ძვ. წ. 783 — 772) | |||||
აშურ-დან III (ძვ. წ. 772 — 755) | |||||
სარდური II | სიდური II, სედური II, | არგიშთი I | ძვ. წ. 764 — 735 | წააგო გადამწყვეტი ბრძოლა ასურელებთან. სავარაუდოდ დაიღუპა ტიგლათფილესერ III-სთან ბრძოლაში. ამ დამარცხებით დაიწყო ურარტუს ძლიერების დაცემა. | |
აშურ-ნირარი V (ძვ. წ. 754 — 745) | |||||
ტიგლათფილესერ III (744 — 727) | |||||
რუსა I | სარდურ II | ძვ. წ. 735 — 714 | ნება დართო სარგონ II-ს მოეწყო წარმატებული ლაშქრობა ურარტუს წინააღმდეგ, რომელმაც დაიპყრო და გაძარცვა ულხუ და რელიგიური ცენტრი მუსასირი. ამ დამარცხების შემდეგ რუსა I-მა მახვილით თავი მოიკლა. | ||
სალმანასარ V (ძვ. წ. 727 — 722) | |||||
სარგონ II (ძვ. წ. 722 — 705) | |||||
არგიშთი II | რუსა I | ძვ. წ. 714— 685 | გაურბოდა პირდაპირ კონფროტაციას ასურეთთან, ეწეოდა აღმშენებლობას და აწარმოებდა ომს აღმოსავლეთით. | ||
სინახერიბი (ძვ. წ. 705 — 681) | |||||
რუსა II | არგიშთი II | ძვ. წ. 685 — 645 | ცდილობდა დაებრუნებინა ურარტუსათვის ძველი სიდიადე, აწარმოა რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა დასავლეთით. ააშენა რამდენიმე ახალი ციხესიმაგრე, დედაქალაქი გადაიტანა ტუშფადან რუსახინილში. | ||
ასარხადონი (ძვ. წ. 681 — 669) | |||||
ასურბანიფალი (ძვ. წ. 669— 627) | |||||
სარდური III | სიდური III | რუსა II | ძვ. წ. 645 — 625 | კიმირიელებისა და მიდიელების თავდასხმებისაგან ურარტუ დასუსტდა და გახდა ასურეთის ვასალი. ასურეთის მეფეს უწოდებდნენ „ბატონს“. | |
აშურ-ეთელ-ილანი (ძვ. წ. 627 — 623) | |||||
სარდური IV[1] | სიდური IV | სარდური III | ძვ. წ. 625 — 620 | სავარაუდოდ დაამხო ერიმენამ, რომელმაც დააარსა ახალი დინასტია. | |
სინ-შუმუ-ლიშირი (ძვ. წ. 623) | |||||
სინ-შარ-იშკუნი (ძვ. წ. 623 — 612) | |||||
ერიმენა | ერმინა | ძვ. წ. 620 — 605 | |||
აშურუბალიტ II (ძვ. წ. 612 — 609) | |||||
ასურეთმა არსებობა შეწყვიტა | |||||
რუსა III | ერიმენა | ძვ. წ. 605 — 595 | |||
რუსა IV | რუსა III | ძვ. წ. 595 — 585 | ურარტუს უკანასკნელი მეფე. მეფობდა თეიშებაინში, სადაც გადაიტანეს ურარტუს დედაქალაქი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ. |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ზოგიერთი ქრონოლოგიური ცხრილით სარდური III-ის შემდეგ მეფობენ ერიმენა (ძვ. წ. 625 - 605 ), რუსა III (ძვ. წ. 605 - 600 )და სარდურ IV (ძვ. წ. 600 - 595).