ტოპრაკ-კალე - ადგილი სადაც მდებარეობდა ქალაქი რუსახინილი
რუსახინილი — ძველი ქალაქი, ურარტუს სამეფოს დედაქალაქი მისი ძლიერების დაცემის პერიოდში. მდებარეობდა ტოპრაკ-კალეს გამაგრებულ კლდეზე, თანამედროვე ქალაქ ვანის აღმოსავლეთით. ქალაქი ააგო ურარტუს მეფერუსა I-მა (ძვ. წ. 735 - 714), მას შემდეგ, რაც ასურეთისმეფეტიგლათფილესერ III-მ მიაყენა გამანადგურებელი მარცხი რუსას მამას, სარდურ II-ს (ძვ. წ. 764 - 735) და გაანადგურა ქვეყნის დედაქალაქი ტუშფა. ქალაქს სახელი ეწოდა რუსა I-ის პატივისცემის ნიშნად.