რუსა III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსა III
ურარტუს მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 605
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 595
წინამორბედი: ერიმენა
მემკვიდრე: რუსა IV ან სარდური IV
მამა: ერიმენა

რუსა IIIურარტუს მეფე. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 605-595 წლებში (სხვა ვერსიით ძვ. წ. 629-605 წწ.).

რუსა III-ის მმართველობის დროს ურარტუ თავისი სახელმწიფოებრიობის დასასრულშია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ურარტუს მეფეებმა დაკარგეს კონტროლი ქვეყნის ცენტრზე და დედაქალაქი ვანის ტბის სანაპიროზე მდებარე ტუშფიდან გადაიტანეს ამიერკავკასიაში თეიშებაინში.

შემორჩენილია რამდენიმე წარწერა, რომელიც მოგვითხრობს რუსა III-ის მიერ ტუშფაში, ერებუნში და არგიშთიხინილში მარცვლეულის საწყობის მშენებლობის შესახებ.

სარდური III-ის დროს ურარტუ ასურეთის ვასალი იყო, ხოლო რუსა III-ის დროს ურარტუს ოდესღაც ძლევამოსილი სამეფო მიდიის ვასალი გახდა.


რუსა III-ის დროინდელი წარწერა ერებუნში საწყობის მშენებლობის შესახებ
აღმოჩენილია 1968 წელს არინ-ბერდის ბორცვზე. ინახება ერებუნის მუზეუმში, ერევანი, სომხეთი.
წარწერის თარგმანი: … რუსამ, ერიმენას შვილმა, ეს ხორბლის საცავი აავსო. აქ არის 6848 მინა ხორბალი[1].


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971
  • Арутюнян Н. В. Биайнили (Урарту), Издательство Академии наук Армянской ССР, Ереван, 1970
  • Арутюнян Н. В. Некоторые вопросы последнего периода истории Урарту // Древний Восток, Издательство АН Армянской ССР, Ереван, № 2, 1976
  • Дьяконов И. М. Последние годы Урартского государства по ассиро-вавилонским источникам // Вестник Древней Истории № 2, 1951

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Арутюнян Н. В. Биайнили (Урарту). — Ереван: Издательство Академии наук Армянской ССР, 1970