შინაარსზე გადასვლა

ტუშფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადგილი სადაც მდებარეობდა ქალაქი ტუშფა

ტუშფა (თურქ. Tuşpa; სომხ. Տուշպա) — ძველი ქალაქი, ურარტუს სამეფოს დედაქალაქი მისი აყვავების პერიოდში. მდებარეობდა ვანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე. თანამედროვე ქალაქ ვანის დასავლეთით, ვანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით.[1] ქალაქის არქიტექტურის მთავარ ელემენტს წარმოადგენს ვანის კლდეები, სადაც მდებარეობდა ურარტუს მეფეების რეზიდენცია. რუსა II-ის (ძვ. წ. 685 - 645) მმართველობის პერიოდში დედაქალაქი გადატანილ იქნა რუსახინილში, ხოლო ტუშფა კვლავ ურარტუს ქალაქია, ძვ. წ. 590 წლამდე, მანამ სანამ ურარტუს გაანადგურებდნენ მიდიელები.

  • Меликишвили Г.А. Урартские клинообразные надписи, Москва: Издательство АН СССР, 1960
  • გ. მელიქიშვილი, ურარტუ (სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევი), თბ., 1951
  1. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, გ. მელიქიშვილი, „მეცნიერება“, თბილისი, 1988,გვ.334