ტოს სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეიმსის საკათედრო ტაძარი, სენ-რემის ყოფილი სააბატოს და ტოს სასახლე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°15′11″ ჩ. გ. 4°02′04″ ა. გ. / 49.25306° ჩ. გ. 4.03444° ა. გ. / 49.25306; 4.03444
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 601
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 601
ინგლ.რუს.ფრ.

ტოს სასახლე (ფრანგ. Palais du Tau) — საფრანგეთის ქალაქ რეიმსში მდებარე ამავე ქალაქის არქიეპისკოპოსის ყოფილი სასახლე. მისი წარსული დაკავშირებულია ფრანკთა მეფეებთან, რომლებიც სასახლის სიახლოვეს მდებარე რეიმსის საკათედრო ტაძარში იდგამდნენ მეფის გვირგვინს.

ჯერ კიდევ VI-VII საუკუნეებში, თანამედროვე სასახლის ადგილას გალიურ-რომანული ვილა მდებარეობდა, რომელიც მოგვიანებით კაროლინგების სასახლე გახდა. მისი სახელის პირველი დოკუმენტურად დადასტურებული ხსენება 1131 წელს მიეკუთვნება და ეფუძნება სასახლის გეგმას, რომელიც T ასოს მსგავსია (ბერძნულ ანბანში ტო). სასახლის ადრეულ ნაგებობათა უდედეს ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია, დღეისათვის უძველესია სამლოცველო, რომელიც 1207 წლით თარიღდება. 1498 - 1509 წლებში, სასახლე მასშტაბურად გადაკეთდა გოთიკურ არქიტექტურულ სტილში, ხოლო 1671 - 1710 წლებში, კიდევ ერთი გადაკეთების შედეგად მან დღეს არსებული, ბაროკოს სტილი მიიღო. 1914 წლის 19 სექტემბერს, ის მნიშვნელოვნად დააზიანა ხანძარმა. აღდგენითი სამუშაოები მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო.

რეიმსის კათედრალში კორონაციამდე, ფრანკთა მეფეები სასახლეში საგანგებოდ იმოსებოდნენ, ხოლო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, აქ ბანკეტი იმართებოდა. ჩანაწერი პირველ ასეთ ბანკეტზე 990 წელს მიეკუთვნება, ხოლო უკანასკნელი 1825-ს.

1972 წელს სასახლე მუზეუმად გამოცხადდა, 1991 წელს კი ის სენ-რემის ყოფილ სააბატოსა და კათედრალთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: