შინაარსზე გადასვლა

სპიდ-მეტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპიდ-მეტალი — ადრეულ 80-იანებში ჩამოყალიბებული მძიმე მეტალის ქვე-ჟანრი, რომელსაც ფესვები ბრიტანული მძიმე მეტალის ახალ ტალღასა და ჰარდკორ პანკში აქვს. მის ფუძემდებლად ინგლისური ჯგუფი მოუტერჰედი ითვლება.[1] თანდათანობით სპიდ-მეტალი გახდა უფრო აგრესიული და გარდაიქმნა თრეშ მეტალში.[2]

Queen-ის Stone Cold Crazy (რომელიც მოგვიანებით მეტალიკამ შეასრულა და გრემიც მიიღო ამისთვის) მათი 1974 წლის ალბომიდან Sheer Heart Attack, ფაქტიობრივად, მოასწავლებდა სპიდ-მეტალის დაბადებას.[3] Deep Purple-ის სიმღერას Highway Star ალბომიდან Machine Head რობ რეინერმა სპიდ-მეტალ ჯგუფ ენვილიდან ადრეული სპიდ-მეტალის მაგალითი უწოდა.[4] ჟანრში მოღვაწეობდა ორი მეტად გავლენიანი ინგლისური ჯგუფი: მოუტერჰედი და Judas Priest.[5]

  1. ერლეუაინი, სტეფენ ტომას. მოუტერჰედი: ბიოგრაფია. Allmusic. ციტირების თარიღი: 4 May 2010.
  2. სპიდ-მეტალი.. Allmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-30. ციტირების თარიღი: 2008-06-07.
  3. კრის ჯოუნსი. (2007-06-07) Queen: Sheer Heart Attack მიმოხილვა. BBC. ციტირების თარიღი: 2009-03-28.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-05. ციტირების თარიღი: 2010-05-21.
  5. სტეფენ ტომას ერლეუაინი. Judas Priest > ბიოგრაფია. allmusic.com. ციტირების თარიღი: 2009-03-28.