ექსტრემალური მეტალი — ტერმინი, რომელსაც გამოიყენებენ მძიმე მეტალის რიგი ქვეჟანრების დასახასიათებლად, რომლებიც ადრეული 1980-იანების შემდეგ ჩამოყალიბდნენ. ამ განსაზღვრების ქვეშ ხშირად ექცევა უფრო აგრესიული, უხეში, მიწიშქვეშა და არა-კომერციული ჟანრები, როგორებიცაა ბლეკ-მეტალი, დეზ მეტალი, დუმ-მეტალი, თრეშ მეტალი და ზოგჯერ სპიდ მეტალიც.[1]
მიუხედავად იმისა, რომ ექსტრემალური მეტალის ქვეჟანრები მეტად ცნობილი და მეინსტრიმული მუსიკა არაა, რადგან, განსაზღვრებიდან გამომდინარე, კონტრკულტურულია, ექსტრემალურმა მეტალმა გავლენა იქონია მრავალ ჯგუფზე, მძიმე მეტალს შიგნით თუ გარეთ.