ქრისტიანული მეტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრისტიანული მეტალი (ასევე ცნობილი, როგორც თეთრი მეტალი[2]) — მძიმე მეტალი ქრისტიანული შეტყობინებით. ჩვეულებრივ იგი სრულდება აშკარა ქრისტიანების მიერ და პროდიუსირდება და ვრელდება სხვადასხვა ქრისტიანულ ქსელებში, ზოგჯერ პრინციპულად ქრისტიანებისთვის, რომლებიც მძიმე მეტალს უსმენენ. ქრისტიანული მეტალი კონცეფციას უფრო გავს, ვიდრე ჟანრს, რადგან მას არ აქვს საკუთარი დამახასიათებელი შტრიხები.[1]

ქრისტიანული მეტალ ჯგუფები არსებობენ მძიმე მეტალის ყველა ჟანრში და მათ მხოლოდ ქრისტიანული შინაარსის ტექსტები აერთიანებთ. კამათობენ საკითხზე, თუ რამდენად შეუძლია ჯერ კიდევ მარგინალურ ქრისტიანული მეტალის სუბკულტურას შესძინოს ქრისტიანობას მეტი წევრი რელიგიის ალტერნატიული გამოხატვითა და ქრისტიანობის იდენტიფიკაციით, და რამდენად ემსახურება ეს მუსიკა მიზანს, შესთავაზოს პოზიტიური ალტერნატივა მეტალს, რომელიც ცნობილია ჩვეულებრივ შავი მესიჯების გამოხატვით.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მარკუს მობერგი (3 ნოემბერი, 2008). Turn or Burn? The Peculiar Case of Christian Metal Music Heavy Fundamentalisms: Music, Metal & Politics. Inter-Disciplinary.Net. სალცბურგი, ავსტრია. წაკითხვის თარიღი: 2011-10-05
  2. ჯონ თომპსონი, Raised by Wolves: the Story of Christian Rock & Roll. ონტარიო: ECW Press, 2000. ISBN 1-55022-421-2, გვ. 153-4.