ამერიკული მძიმე მეტალის ახალი ტალღა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამერიკული მძიმე მეტალის ახალი ტალღა (ინგლ. New Wave of American Heavy Metal ან აბრევიატურა NWOAHM) — მოძრაობა, რომელიც ჩამოყალიბდა აშშ-ში ადრეულ-შუა 1990-იანებში[1][2] და უფრო გაფართოვდა 2000-იანებში. ამერიკულ მძიმე მეტალის ახალ ტალღაში მოღვაწე ზოგიერთი ჯგუფი ირწმუნება, რომ მოძრაობა ჩამოყალიბდა ადრეულ 1980-იანებში, მაგრამ გავლენა და პოპულარობა ვერ მოიპოვა შემდეგი დეკადის დადგომამდე.[1][2]. მოგვიანებით ტერმინს NWOAHM ხშირად აიგივებდნენ ძალიან ადრეული 80-იანების ბრიტანული მძიმე მეტალის ახალ ტალღასთან.[1][2]

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი იხმარება მზარდი სიხშირით მედიის მიერ, მისი ზუსტი განსაზღვრება დღემდე არ არსებობს.[2] ეს მოხდა იმის გამო, რომ მრავალმა ჯგუფმა ამერიკული მძიმე მეტალის ახალ ტალღას მრავალი სხვა ჩვეულებრივი სტილი შეურწყა.[3] ერთ-ერთი განსაზღვრება, რომელიც მეტალ სფეროში მოღვაწე დიდი ხნის მწერალს - გარი შარფ-იანგს ეკუთვნის, ასე ჟღერს: ამერიკული მძიმე მეტალის ახალი ტალღა არის „ევროპული სტილის რიფებისა და ხრინწიანი ვოკალის ქორწინება.“[4] ზოგიერთ ჯგუფს ამერიკული მძიმე მეტალის ახალი ტალღიდან მიაწერენ მძიმე მეტალის მეინსტრიმში დაბრუნებას.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ამერიკული მძიმე მეტალის ახალი ტალღა — დოკუმენტები წიგნის სახით 600-ზე მეტი ჯგუფის შესახებ. Blabbermouth.net. წაკითხვის თარიღი: 2008-04-27.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 გარი შარფ-იანგი (2005). New Wave of American Heavy Metal. ახალი ზელანდია: Zonda Books Limited. ISBN 0-9582684-0-1. წაკითხვის თარიღი: 2011-11-05. 
  3. გარი შარფ-იანგი (2007), Metal: A Definitive Guide, New Plymouth: Jawbone, ISBN 1906002010
  4. გარი შარფ-იანგი (2007), Metal: A Definitive Guide, გვ. 462, New Plymouth: Jawbone, ISBN 1906002010
  5. ადრიენ ბეგრანდი. BLOOD AND THUNDER: Regeneration. Popmatters. წაკითხვის თარიღი: 2008-05-14.