ტაშკენტის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაშკენტის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: უზბეკეთი უზბეკეთი
ქალაქი ტაშკენტი
გახსნის თარიღი 6 ნოემბერი 1977
ხაზის სიგრძე 59,5 კმ.
სადგურთა რაოდენობა 43
ხაზთა რაოდენობა 4
მგზავრები დღეში 374,6 ათასი (2022 წ.)
მგზავრები წელიწადში 136,7 მლნ. (2022 წ.)
ხაზების სქემა

ტაშკენტის მეტროპოლიტენი (უზბ. Toshkent metropoliteni) — მეტროპოლიტენის სისტემა ტაშკენტში; უზბეკეთი, პირველი მეტროპოლიტენი ცენტრალურ აზიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაშკენტის მეტროპოლიტენის მშენებლობა 1968-1970 წლებში დაიწყო; პირველი ხაზი (ჩიალანზარის ხაზად წოდებული) 1977 წელს გაიხსნა 12,2 კმ სიგრძითა და 9 სადგურით. უმოკლეს ვადებში შეიქმნა აუცილებელი სამეწარმეო ბაზა, რომელმაც ბეტონის კონსტრუქციიდან დაწყებული თუჯის ტიუბინგების ჩათვლით ყველაფრის ადგილობრივად წარმოება დაიწყო.

პირველი გასაშვები მონაკვეთი 1977 წელს ჩაბარდა. მეტროს მშენებლობა თავიდანვე მაღალი სეისმური აქტივობის გათვალისწინებით დაიწყო (სპეციალისტთა მტკიცებით, მეტროს კონსტრუქცია 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი). ტაშკენტში მიწისძვრების სიხშირის მიუხედავად, მეტროპოლიტენის პირველ ხაზს მუშაობა არასდროს შეუწყვეტია დღიდან გახსნისა.

ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელი საბოლოო სადგურები ფერი ამუშავდა სადგურების რაოდენობა სიგრძე (კმ)
1 ჩილანზარისა «საბირ რახიმოვი»  — «აბრეშუმის დიდი გზა» წითელი 6.11.1977 17 23,7
2 უზბეკეთისა «ბერუნი» — «ჩკალოვისა» ლურჯი 07.12.1984 11 14,3
3 იუნუსაბადისა «ჰაბიბ აბდულაევი» — «მინგ ურიკი» მწვანე 26.10.2001 8 10,5
4 სერგელიისა «უზბეკეთის დამოუკიდებლობის ოცდათხუთმეტი წლისთავის ხაზი» (ყოფ. «წრიული ხაზი») ნარინჯი 2020 7 11
სულ: 43 59,5 კმ

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]